მოჰსენ მივეჩიანი – „არარაობა”
„ადამიანების სიკეთისათვის ვზრუნავდი.მათი სამსახურისათვის თავს არ ვზოგავდი.მეგონა,ჩემს ამაგს დაინახავდნენ… მაგრამ დღეს,როდესაც ავადმყოფობის სარეცელზე მიჯაჭვული ჩემს თვალთაგან გადმონადენ ცრემლებივით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ დღეებს ვითვლი,მეშინია…
მეშინია,რომ იმ დღეს,როდესაც სიკვდილი ჩემზე გამარჯვებას იზეიმებს,ერთი კაციც არ გამოჩნდება,რომ საფლავს ცრემლი აპკუროს.მეშინია,რომ ჩემს საფლავზე ობოლი ვარდიც არ გაიშლება,რათა მიდამოს სურნელი აფრქვიოს!
ეჰ,თითქოს არც კი ვყოფილვარ ამქვეყნად. (ავტორი გენია.ჯი)
ხის ხმელი ტოტი ვარ,საცოდავად მიყუჟული მთის ცივი მდინარის პირას.სიჩუმეს მხოლოდ მდინარის მონოტორული რაკრაკი და ხმელი ტოტების მსხვრევა არღვევს.ტოტები მდინარეში ცვივა,წყლის დინებას მიჰყვება და თვალთაგან უჩინარდება.მე კი ისევ იქა ვარ…
ხოლო როცა მზის კაშკაშა დისკო თოვლით გადაპენტილ ლამაზ მთის წვერზე კაშკაშით ამობრწყინდება,მთელი ჩემი შეგრძნებით მის სამზერლად ვემზადები.ვცდილობ,რომ მარტოობის განსაცდელისაგან თავი ვიხსნა,მაგრამ ეს გოლიათი ხე გზას მიღობავს და მზის დანახვის საშუალებას მისპობს.ამ მთიანეთში შემთხვევით თუ ვინმე გაივლის,მინდა,მასთან ვისაუბრო,გულის კარი გავუხსნა და შინაგანი სევდა გავუზიარო.მაგრამ იგი ცივად ფეხს მაბიჯებს და დაუზოგავად მთელავს.მთელ განვლილ სევდა-წუხილს მიახლებს.
მწუხარებას ღრუბლების ცრემლებიც კი ვერ მინელებს,რომლებიც შემოდგომის დღეებივით უკან დარჩნენ.ვერ ვმშვიდდები,რადგან დიდი და უხეში ქვა ყოველგვარ სიამოვნებას მისპობს.საკუთარ გულს მწუხარებით თვალყურს ვადევნებ.მდინარე კი თითქოს წალეკვას მიპირებს,მაგრამ მე ხომ უკვე არაფრად გამოვდგები.მთელი ცხოვრება უკან დარჩა.არა,არა,იმ დღემდე უნდა ვიცოცხლო,ვიდრე ყველა ცუდი დავიწყებას არ მიეცემა,ვიდრე ჩემი არსება რაღაც ახალს არ იპოვის,ვიდრე ჩემს ნიჭსა და უნარს არ გამოვამჟღავნებ”. – (ავტორი გენია.ჯი)