„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „საკმარისია დაფიქრდე ყველა იმ გაჭირვებასა და ტანჯვა-წამებაზე,რისთვისაც ადამიანები არიან განწირულნი და პირდაპირ გაოცდები,რომ ისინი კიდევ არ გადაეჩვივნენ ღიმილს…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „არის სიტყვები,რომლებიც ცხრაკლიტურს აღებენ,მაგრამ არის სიტყვები,რომლებიც სამუდამოდ გადარაზავენ ხოლმე კარებს”.
* * *
3. „ახალგაზრდობას არ სჩვევია ზედმეტი სიფრთხილე”.
* * *
4. „რა თქმა უნდა,ტახტის ირგვლივ სულ ფარისეველი,მლიქვნელი,მოოქროვილი არარაობანი და ქედმაღალი ენაჭარტალები ირევიან”.
* * *
5. „რა არის იმაში ცუდი,თუკი ადამიანს უნდა რომ სიკვდილის შემდეგაც არ დაივიწყოს ხალხმა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „სიმდიდრე,რაც არ უნდა იყოს,მაინც დიდ პატივისცემას იწვევს,ოქროს შარავანდედივით ადგას პატრონს თავზე… მაგრამ ეს ვარაყი რომ მოვაშოროთ,აი მაშინ დარჩება მათი ჭეშმარიტი არსი – ღორის ტყავი”.
* * *
7. „დიახ,ცხოვრება გაცილებით იოლია,როცა ყველგან ბევრი მეგობარი გყავს – სახელოვანიც და უსახელოც…”
* * *
8. „დიდხანს ნუ შეყოვნდები საკუთარი გვამის საზოგადოებაში; გააკეთე საქმე? მაშასადამე,სიცოცხლეც დასრულებულია – გამოემშვიდობე და წადი”.
* * *
9. „ჩვენ უკვე ვიცით,როგორ იქმნება ღმერთები.დადგა დრო,შევქმნათ სამყარო”.
* * *
10. „თუ მარტოობისათვის ხარ განწირული,მაშასადამე,იდექი კიდეც მარტო!” – (ავტორი გენია.ჯი)