ომარ ხაიამი – „მცირე რამ მშვენიერი სახის შესახებ”
„მშვენიერ სახეს სწავლულები დიდ ბედნიერებად თვლიან და მისი დანახვა კეთილისმომასწავებელ ნიშნად მიაჩნიათ.ამბობენ,რომ ლამაზი გარეგნობის მადლი ადამიანზე ისეთსავე გავლენას ახდეს,როგორც ცაზე მნათობთა კეთილსასურველი განლაგება,მსგავსად სამოსისა,რომელიც სკივრში იდო ნელსაცხებელთან ერთად,მერე კი ნელსაცხებლის გარეშეც გამოსცემს იმ სურნელებას; ან კიდევ მზის გამოსახულებისა,წყალი რომ ირეკლავს და მისი დანახვა მზის შეუხედავადაც შეგვიძლია – სახის მშვენიერება მნათობთა ბედნიერი განლაგების გავლენის შედეგია,რომელიც მაღალი ღმერთის ნებით ერგებათ ხოლმე ადამიანებს. (ავტორი გენია.ჯი)
სილამაზე ქებულია ყველა ენაზე,მოწონებულია ყველა გემოვნების მიერ.ქვეყნად ბევრი რამ არის ლამაზი,ადამიანს რომ ახარებს და ახალისებს,მაგრამ მშვენიერ სახეს ვერაფერი შეცვლის,იმიტომ,ტომ ვერცერთი სიამოვნება ვერ შეედრება.
ამბობენ,რომ მშვენიერი სახე ამქვეყნიური ბედნიერების მიზეზია,ხოლო თუ კეთილი გარეგნობა კეთილ ხასიათს ახლავს,ბედნიერება უკიდურესობას მიაღწევსო.შინაგანად და გარეგანად ლამაზი ადამიანი ღმერთს უყვარს და ადამიანთა სიყვარულსაც იმსახურებს.
მშვენიერ გარეგნობას ოთხი თვისება აქვს: ჯერ ერთი,მნახველს იღბლიან დღეს უთენებს,მეორეც,ცხოვრებით ტკბობას სასიამოვნოს ხდის,მესამეც,ადამიანს ვაჟკაცობასა და გამბედაობას ანიჭებს, და მეოთხეც,ქონებასა და მდგომარეობას მატებს.თუ ადამიანს დღისით პირველად მშვენიერი სახის დანახვა გაამხიარულებს,ეს მხიარულება ბედნიერების მიზეზად ექცევა,გამარჯვების ბედნიერებისა.იმ დღეს მას მხოლოდ სიხარული შეხვდება.როცა ადამიანს გვერდით ვინმე მშვენიერი უზის,ის დიდად ინეტარებს და ყოველგვარ სადარდებელს დაივიწყებს.
ლამაზი ადამიანის დანახვისას ყველას,უღირსსა და სულმოკლესაც კი,ვაჟკაცობა და სულგრძელობა დაეუფლება.მშვენიერი სახის მქონეს ხალხი პატივისცემით უყურებს და ისიც საკუთარი სიამოვნებისათვის აზრის მეტად გავარჯიშებას ცდილობს.
ლამაზი სახე მოხუცს აახალგაზრდავებს,ახალგაზრდას აბავშვებს,ბავშვს კი სამოთხისეულად აქცევს.მოციქულს (მშვიდობა მას) უთქვამს: „რაც დაგჭირდეთ,პირმშვენიერთ მოსთხოვეთ”.
მშვენიერი სახე ყველა გამჭრიახს დაუხასიათებია და მისთვის რამე მეტსახელი უწოდებია: ზოგს „სიყვარულის მოედანი”,ზოგს – „მხიარულების ველი”,ზოგს – „ტრფობის ბაღი”,ზოგსაც – „ქმნილების სამკაული” და „სამოთხის ნიშანი”. (ავტორი გენია.ჯი) ფილოსოფოსთა მეცნიერების უხუცესთ უთქვამთ,რომ იგი ნიშანია ღვთაებრივი ქმნილებისა,სიბრძნის შესწავლის წყურვილისა და ზედ შემოქმედის კვალი ატყვია,კვალი,რომელიც მისი ბუნების სიკეთეზე მიგვითითებს.
ბუნებისმეტყველნი თვლიან,რომ ყველაფერს სიმცირე,სიჭარბე და ზომიერება აქვს.მშვენიერება ზომიერების დარია და ყველაზე უკეთესი ის სახეა,რომელშიც ზომიერებაა დაცული და რომელიც თავის თავს ერთიანობაში წარმოგვიდგენს.ეს ქვეყანაც ხომ ზომიერების წყალობითა დგას ფეხზე და მისგანვე არის აყვავებული.
სულთა გადასახლების მოძღვრების მიმდევრები ამბობენ,რომ მშვენიერი სახე შემოქმედის წყალობაა იმ სიწმინდისა და თავშეკავების საფასურად,რაც მორჩილს გაუკეთებია და ამის გამო იგი მას თავისი სხივით აჯილდოვებს.
განსწავლულთ უთქვამთ,სილამაზე ალია სინათლია,რომელიც მას ასხივოსნებსო.ზოგს კი უთქვამს,რომ იგი შარავანდედია გონებისა და წვიმაა მადლისა,სიბრძნის ბაღს რომ ანახლებს და სიბერის ხეს რომ აყვავებს.სხვები თვლიან,რომ სილამაზე ნიშანია ჭეშმარიტებისა,რომელიც ჭეშმარიტების მძებნელთ სინამდვილეს აჩვენებს,რათა ამ სინამდვილეში ჭეშმარიტებას დაუბრუნდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)