საადი შირაზელი – „შენ ჰე”
შენ ჰე,რომელიც ხალხს ასწავლი,არიგებ ვითომ,
რასაც ქადაგებ,შეისმინო ის უნდა თვითონ.
თუ აღარ ძალგიძს განკურნება საკუთარ თავის,
მაშინ სხვის ნაკლზე ხმა გაკმინდე,დახუჭე თვალი.
„სახე გიჩანსო”.მოჰთასები ჰკიცხავდა მეძავს,
თვითონ კი უკან გარღვეული შარვალი ეცვა!