ამონარიდები ნაგარჯუნას შეგონებების კრებულიდან – „პრაგნია დანდა”
1. „შხამიან გველსა და ბოროტ კაცს თუ შევადარებთ,კაცი ბოროტი გველზე მეტად შესაზარია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ის,რაც შენ თვითონ,შენ თავისთვის არგემეტება – ნუ გაუკეთებ ნურასოდეს სხვებს შენს გარშემო”.
* * *
3. „უცოდინარი არსადა ჩანს და არა ბრწყინავ – ვითა ყვავილი,მოკლებული დამათრობ სურნელს”.
* * *
4. „უვიცისათვის რჩევა წყნარი და დარიგება კედელზე ცერცვის შეყრა არის,მას არ ამშვენებს”.
* * *
5. „ბრიყვი ორფეხა ცხოველია თავის ბუნებით და განერიდო სჯობს ასეთ კაცს,თავი ანებო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „არ არის მტერი,ვერაგ სენზე უფრო ძლიერი, და შიში – ძრწოლა,სიკვდილის შიშზე უფრო საზარი”.
* * *
7. „იქ,სადაც ბერი სარდალია და მეთაური,ყველას ცალ-ცალკე მიაჩნია თავი სწავლულად”.
* * *
8. „მანამდის უნდა გეშინოდეს შენ საშიშარის,სანამდის იგი არ მოსულა შენთან მახლობლად”.
* * *
9. „ვერ მოსპობ მტრობას,თუნდაც მთელი სიცოცხლე ხოცო”.
* * *
10. „სწავლული კაცი,ბრძენი ვინმე და მეფეთ-მეფე როდის ყოფილან თანასწორი ამ ქვეყანაზე?” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის: ნაგარჯუნა (150-250 წლები) წარმოადგენდა გენიალურ ინდოელ მოაზროვნეს,ხოლო მისი აფორიზმების,შეგონებების კრებულის – „პრაგნია დანდას” ქართული სახელწოდება გახლავთ – „სიბრძნის ყლორტი”. – (ავტორი გენია.ჯი)