ქეიქაუს იბნ ყაბუსი – „სიტყვა ოთხი სახისაა”
„იცოდეთ,რომ სიტყვა ოთხი სახისაა: პირველი,რომელიც არ უნდა იცოდე და არც უნდა თქვა; მეორე,რომელიც უნდა იცოდე და კიდეც უნდა თქვა; მესამე,რომელიც უნდა თქვა და არ უნდა იცოდე; მეოთხე,რომელიც უნდა იცოდე და არ უნდა თქვა. (ავტორი გენია.ჯი)
სიტყვა,რომელიც არ უნდა იცოდე და არც უნდა თქვა,ის არის,რომელიც სარწმუნოებას მოუტანს ზიანს.
სიტყვა,რომელიც უნდა იცოდე და კიდეც უნდა თქვა,ისაა,რომელიც ამქვეყნადაც გამოგადგება და იმქვეყნადაც.მის თქმა და მოსმენა მთქმელსაც არგებს და გამგონსაც.
სიტყვა,რომელიც უნდა იცოდე და არ უნდა თქვა,ისაა,რც შენი ბატონის ან მეგობრის რაიმე ნაკლს გაამჟღავნებს.თუ ასეთ სიტყვას იტყვი,ან ბატონის რისხვა დაგატყდება თავს,ან მეგობრის სიძულვილი,ანდა აყალ-მაყალის შიში გექნება.ამიტომ,ასეთი სიტყვა უნდა იცოდე და არ უნდა თქვა.
სიტყვა,რომელიც არ უნდა იცოდე და უნდა თქვა,ისაა,რომელიც საღმრთო წიგნებშია მოცემული და მოციქულთა ამბებს შეეხება.აგრეთვე ისეთებიც,რომლებიც სწავლულთა და ღვთისმეტყველთა წიგნებშია მოცემული.მათი ახსნა-განმარტება მიბაძვაა,ხოლო აუცილებელი ღრმა შემეცნების გარეშე მათში წინააღმდეგობას დაინახავ; ეს კი გზა-კვალს აგიბნევს.ამიტომ,თუ ვინმე მის შინაარსში ჩაწვდომას არ მოინდომებს,ღმერთი დაუმადლებს.
ამ ოთხი სახეობის სიტყვიდან,რომელიც მე ჩამოვთვალე,უმჯობესია,ის,რომელიც საცოდინელიცაა და სათქმელიც.ამ ოთხივე გვარის სიტყვას ორი მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი.
სიტყვა,რომლითაც ხალხს მიმართავ,რაც შეიძლება კარგად გამოთქვი,რათა დამაჯერებელი იყოს და ხალხმა შენი ღირსება გაიგოს.ნათქვამია: „ჭკვიან კაცს სიტყვით იცნობენო”ზოგიერთი სიტყვას ისე იტყვის,რომ სულს გაგიმწარებს,მაშინ,როცა იგივე სიტყვა შეიძლება ისეთნაირად ითქვას,რომ სული გაგინათლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)