ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – „ქალი”
„თანამედროვე ცივილიზაციამ ქალის გონება რამდენადმე განავითარა,მაგრამ სამაგიეროდ მისი ტანჯვა და წამება გაზარდა.გუშინ ქალი ბედნიერი მსახური იყო,დღეს კი უბედურ ქალბატონად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) გუშინ იგი ბრმასავით დადიოდა დღის სინათლეზე,ახლა კი თვალხილული დადის ღამის წყვდიადში.ქალი მშვენიერი იყო თავისი უცოდინარობით,ძლიერი თავისი სისუსტით,კეთილშობილი თავისი უბრალოებით.ახლა კი,ცოდნის შეძენასთან ერთად ყველა ეს თვისება დაკარგა.ნუთუ დადგება როდისმე ის დღე,რომ ქალი ლამაზიც იქნება და ჭკვიანიც,მშვენიერიც და კეთილშობილიც,სხეულით სუსტი და სულით ძლიერი? მე იმათ ვეთანხმები,ვინც ამბობს,რომ სულიერი ევოლუცია კაცობრიობის კანონია,სრულყოფასთან მიახლოება კი ნელი,მაგრამ გარდუვალი წესი.თუ ქალი ერთ მხრივ განვითარდა და მეორეს მხრივ ჩამორჩა,ეს იმიტომ ხდება,რომ მწვერვალების დაპყრობისას გზაზე უამრავი სიძნელეები გველის.სწორედ ამ მწვერვალზე,რომელიც ზმანებას ჰგავს გამოფხიზლების წინ,ამ მწვერვალზე,რომელიც წარსული საუკუნეების მტვერსა და მომავლის თესლს ჩაბღაუჯებია,მხოლოდ ასეთ მწვერვალებზე არიან ქალები,რომელნიც თავისი სიცოცხლით პირმშოს განასახიერებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)