რა შედეგები მოუტანა ნაპოლეონმა იტალიას?!
როგორც კი იტალიაში ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარები შევიდნენ,ეს უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა მის მიერ რესტავრირებული დინასტიის წარმომადგენლებმა და მისმა ნათესავებმა გაინაწილეს: საფრანგეთის იმპერატორის ცოლის ძმა იოაჰიმ მიურატი ნეაპოლის მეფე გახდა,ნაპოლეონის გერი – ევგენი ბოგარნე იტალიის ვიცე-ხელმწიფედ იქცა და მილანში მოკალათდა. და ბოლოს,ბონაპარტის ჯერ ისევ აკვანში მწოლი რაქიტიანი შვილი რომის მეფედ იქნა წოდებული. (ავტორი გენია.ჯი) თვით რომის პაპს იმპერატორი შეუბრალებლად დაათრევდა კარეტით,ხან რივიერაში და ხან პარიზში,საკუთარი გვირგვინის კურთხევისათვის.
თუ რა შედეგი მოჰყვა იტალიელთათვის მათი ქვეყნის ოკუპაციას ნაპოლეონის მიერ,ქვემოთ მოყვანილი მცირეოდენი ცნობებიდანაც კარგად ჩანს: 1812 წლის თებერვალში რუსეთის ლაშქრობაში მიმავალმა ოცდაშვიდმა ათასმა იტალიელმა ახალგაზრდამ,სიმღერითა და მუსიკით იზეიმა მილანის კარნავალი.ამათგან დეკემბერში დროშებით შეიკრიბა მხოლოდ შვიდას ოცდაათი კაცი,დანარჩენები დაიღუპნენ.იტალიელი ახალგაზრდების შემდეგმა გაწვევამ ნაპოლეონს ოცდაათი ათასი მეომარი მისცა, 1813 წლის ნოემბერში ალპები 30 000-დან მხოლოდ და მხოლოდ ორიათას ოთხასმა იტალიელმა მეომარმა გადალახა.საფრანგეთის იმპერატორის მიერ ესპანეთში გაგზავნილი 30 000 იტალიელიდან პირენეის მთებს შვიდი ათასმა კაცმა ძლივს გადააღწია.არ იყო იტალიაში ოჯახი დარჩენილი,რომლებიც ძაძებით არ შემოსილიყო.ფაქტობრივად,შეიძლება ითქვას,რომ ბონაპარტეს ომების წყალობით ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა იტალიელთა მთელი ახალგაზრდა თაობა.
გარდა ამისა,ავსტრიელ და ფრანგ ხელისუფალთა ბატონობის პერიოდში,კანცელარიაში დასაქმებულ იტალიელებს მშობლიურ ენაზე საუბრისათვის ციხე ემუქრებოდათ,ხოლო მათ,ვინც ეროვნულ თავიოსუფლებაზე იოცნებებდა,სიცილიის მაღაროებში სამუდამო კატორღა ან მანტუანის ჭებში სიკვდილი ელოდა. – (ავტორი გენია.ჯი)