ასე არიგებდნენ აცტეკები თავიანთ შვილებს…
მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი - აცტეკები,ზრდილობის წესებსა და კარგ მანერებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ.შესაბამისად,ეს ორი უმნიშვნელოვანესი საუნჯე ყოველივე ადამიანურობისა,აცტეკთა კულტურის განუყოფელ ნაწილადაც მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ,მშობლები თავიანთ შვილებს პატარაობიდანვე უნერგავდნენ ზრდილობისა და კარგი საქციელის არსს და ამ მიზნით მათ შემდეგი სახის რჩევა-დარიგებას აძლევდნენ:
„პატივი ეცით ყველას,ვინც თქვენზე უფროსია და ნურავის აიგდებთ აბუჩად.ნუ იქნებით უყურადღებო ღარიბებისა და უბედურთა მიმართ,არამედ თქვენი ვალია,ანუგეშოთ ისინი.პატივი ეცით ყველას,განსაკუთრებით კი მშობლებს,რომელთა მიმართ მოვალე ხართ იყოთ მორჩილნი,პატივისმცემელნი და მასიამოვნებელნი… არ დასცინოთ ხნიერებსა და ხეიბრებს… ნუ მიხვალთ იქ,სადაც თქვენი მისვლა არ ესიამოვნებათ,ნუ ჩაერევით ისეთ საქმეში,რომელიც თქვენ არ გეხებათ.ეცადეთ,სიტყვაშიც და საქმეშიც ზრდილობა გამოიჩინოთ.სუფრასთან ხარბათ არ ჭამოთ… ნუ ქინებით ხარბი.თუ რამე გემოთი არ მოგეწონათ,არასოდეს არავის აგრძნობინოთ… თუ გამდიდრდებით,ნუ გახდებით ამპარტავანი და ქედმაღალი.ირჩინეთ თავი საკუთარი შრომით,მაშინ საჭმელი უფრო გემრიელად მოგეჩვენებათ… არასოდეს არ იცრუოთ,არავისზე არა თქვათ ცუდი.ახალ ამბებს პირველად თქვენ ნუ მოჰყვებით.ნუ ჩამოაგდებთ შუღლს… ნუ იქნებით მფლანგველი და არ აჰყვეთ აზარტულ თამაშებს.ასე თუ არ მოიქცევით,შეარცხვენთ თქვენს მშობლებს…” – (ავტორი გენია.ჯი)