„დამაკვირდი”

1. „გარწმუნებთ,საშინელებაა ღიმილის დაკარგვა,უფრო დიდი საშინელება,ვიდრე გვგონია”. – ფელიქს კრივინი - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „მშობლიური ქვეყნის გარეთ ადამიანი ერთგვარად თავისუფალია თავისი კლასის ზნე-ჩვეულებისაგან.მშობლიურ ენასავით,ჩვეულებასაც შენი საკუთარი ხალხი გაძლევს,ამიტომაც ადამიანის ლაპარაკით და ქცევით ადვილად ხვდები მისი კულტურის დონეს.უცხოეთში,ცოტა არ იყოს,ძნელია ამით კაცის გამოცნობა,რადგან უკულტურო და გაუნათლებელი ადამიანიც კი,თავისი მშვენიერი საქციელით,შეიძლება გამოირჩეოდეს კიდევაც სხვებისაგან.ამიტომაც ჰერცოგსა და დამზღვევი სააგენტოს შიკრიკს,სპეკულანტსა და ჯელტმენს შორის განსხვავება შენი გამოუცდელი თვალისა და ყურისათვის ძნელი გასარჩევია”. – ოლდოს ჰაქსლი

* * *

3. „ბედნიერება მაშინაა სასაცილო,როცა ამ ბედნიერების ნამდვილი და დიდი მიზეზი არ არსებობს”. – ოლდოს ჰაქსლი

* * *

4. „ო,ღმერთო,ყველას საკუთარი მიეც სიკვდილი,სიკვდილი – ნაზარდ-ნაპურები ერთი ცხოვრების აზრით,ვაებით,სიყვარულით და სიმძიმილით”. – რაინერ მარია რილკე

* * *

5. „ასე მგონია ყველანი ძალზედ მოუცლელნი არიან და ვერც კი ამჩნევენ ამ ქვეყნიდან როცა მივდივართ.თითქოს ვარსკვლავი ვარდებოდეს და არავინ ხედავდეს და არავინ ნატრობდეს რასმე”. – რაინერ მარია რილკე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „როცა არსებობს წყალბადის ბომბი,არ შეიძლება გეძინოს სახანძრო რაზმის იმედით”. – თამაზ ჭილაძე

* * *

7. „ყველაზე უწყინარი საქმე ზომიერი საქმეა”. – ქეიქაუს იბნ ყაბუსი

* * *

8. „თუ გსურს,რომ ხალხმა შეგაქოს,შენც ხალხი შეაქე”. – ქეიქაუს იბნ ყაბუსი

* * *

9. „სიკვდილი იოლია და, როგორც ყოველივე იოლი ამქვეყნად – უსახურია და უბადრუკი”. – ბეჰაზინი

* * *

10. „ვინც ყველაზე მეტად მიილტვის საბრძოლველად,ყველა ნაკლებ რცხვენია გაქცევის”. – ალ ჯაჰიზი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>