თამაზ ჭილაძე – „ქუჩის საათი”

შუა ქუჩაში ვდგავარ და ვუსმენ,

როგორ გუგუნებს ლითონის გული,

როგორ გადადის ლითონის გულზე

მარადისობის დინება ბრძნული.

* * *

რა ჰქვია ამ ცივ ფოლადის რეკვას?

დრო? დავიწყება თუ ხმა ფარული?

ბრმა ფრინველივით ვერ ამოკენკა

ჩემი სულიდან ის სინანული.

* * *

მე ბედნიერი ვიყავი მაშინ,

როდესაც მარტო შენზე ვფიქრობდი,

როცა ბარდივით ეკლიან ცაში

ტანდაკაწრული სადღაც მივქროდი.

* * *

სადღაც მივქროდი… ვდგავარ და ვუსმენ,

როგორ გუგუნებს ლითონის გული,

როგორ გადადის ლითონის გულზე

მარადისობის დინება ბრძნული…

კომენტარის დატოვება