ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”

1910 წლის ნოემბრის თვეში ასტაპოვოს რკინიგზის სადგურზე სული განუტევა გენიალურმა რუსმა მწერალმა - ლევ ტოლსტოიმ,რომლის ხელებსაც მაქსიმ გორკი ლეონარდო და ვინჩის ხელებს ადარებდა. (ავტორი გენია.ჯი) მის გარდაცვალებას მთელი კულტურული კაცობრიობა გამოეხმაურა,მათ შორის რაღა თქმა უნდა რუსეთშიც.ხელისუფლებისა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიუღებელი აზრების მქადაგებლად და მეამბოხედ წოდებული მწერლის სიკვდილმა მთავრობა იძულებული გახადა მეტად ორჭოფულად მოქცეულიყო.მეფის რუსეთის მმართველი ელიტა ათვითცნობიერებდა,რომ ერთის მხრივ აღნიშნული ტრაგედიის იგნორირება შეუძლებელი იყო,ხოლო მეორეს მხრივ კი,ფარულად ყველა ღონეს ხმარობდა,რათა ხელი შეეშალა სახალხო გლოვისათვის.ტოლსტოის გარდაცვალების დღეს სახელმწიფო სათათბიროში სხდომა მიმდინარეობდა,რა დროსაც სათათბიროს თავჯდომარე გუჩკოვმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვით დაიწყო:

„ – ბატონებო,ჩვენს ქვეყანას დიდი მწუხარება დაატყდა თავს,გარდაიცვალა ლევ ტოლსტოი,დიდი მწერალი,დიდი მოაზროვნე,გენიოსი,სიამაყე რუსეთისა და დიდება მთელი კაცობრიობისა.გთხოვთ ფეხზე ადგომით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,ხოლო ჩვენი ღრმა მწუხარების ნიშნად შეწყვეტილი იქნეს დღეის სხდომა”.

გუჩკოვის მოწოდებაზე სათათბიროს ყველა წევრი ფეხზე წამოდგა,მხოლოდ ორიოდე მემარჯვენე დეპუტატმა განაგრძო ჯდომა.ამ დროს სიტყვა ითხოვა უკიდურეს მემარჯვენეთა დეპუტატმა ზამიდოვსკიმ,რომელიც წინააღმდეგი გახლდათ სხდომის შეწყვეტისა.მან თავისი სამარცხვინო გადაწყვეტილების გამართლება შემდეგი სიტყვით სცადა:

„ – ტოლსტოი წინააღმდეგი იყო ეკლესიისა,სახელმწიფოსი,ოჯახის,კერძო საკუთრების,ესე იგი ის წინააღმდეგი იყო იმისა,რასაც ჩვენ,როგორც სახელმწიფო დაწესებულება,ვემსახურებით,ვიცავთ და ვუვლით,ის ანგრევდა იმას,რასაც ჩვენ ვაშენებთ.

ტოლსტოი უარყოფდა ეკლესიას და ამიტომ მისი ხსოვნის პატივისცემა იქნებოდა ეკლესიის უპატივცემულობა ჩვენი მხრით.

ტოლსტოი უარყოფდა სახელმწიფოს და ყველა მის დაწესებულებას.კერძოდ,სახელმწიფო სათათბიროს და როგორ შეიძლება ვცეთ პატივი იმ ადამიანის ხსოვნას,რომელიც ჩვენს დაწესებულებას უარყოფდა? ეს იქნებოდა საკუთარი თავის უარყოფა,ლოგიკური უაზრობა.ამიტომ მე ეს დაუშვებლად მიმაჩნია და პროტესტს ვაცხადებ წამოყენებულ წინადადებაზე”.

მიუხედავად ამისა,სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილებას სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების უმრავლესობამ მაინც მხარი დაუჭირა.უბადრუკ მემარჯვენეთა ასეთი უპრეცედენტო გამოხტომა კი მაინც დარჩა ისტორიას, და დარჩა,როგორც სამარცხვინო ლაქა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>