იცით თუ არა,რომ
1. სხვადასხვა ისტორიული წყაროების მტკიცებით,გენიალურ ჩინელ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს – კონფუცის 5 000 მოწაფე ჰყოლია,რომელთაგან მისი უახლოესი მოწაფეთა რაოდენობა – სამოცდაჩვიდმეტს შეადგენდა.აქვე გაცნობებთ,რომ კონფუცის ნამდვილი სახელი – კუნ ფუ-ძი გახლდათ,რაც „მოძღვარ კუნს” აღნიშნავს.თავად სახელი „კონფუცი” ლათინიზირებული ვარიანტია,რომელიც ამ უდიდეს ჩინელ მოაზროვნეს პირველად იეზუიტმა მისიონერმა – მათეო რიჩმა უწოდა.ეს ის მათეო რიჩია,რომელმაც 1600 წელს იმოგზაურა ჩინეთში და პირველმა გააცნო ევროპელებს (დასავლეთის ქვეყნებს) – კონფუცის სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. 1517 წელს სრულიად უსაფუძვლო ეჭვის გამოისობით,ღალატისათვის პანამის ქალაქ დარიენში თავი მოჰკვეთეს სახელოვან ესპანელ მოგზაურსა და კონკისკადორს – ვასკო ნუნიეს დე ბალბოას,იმ ბალბოას,რომელიც გახლდათ ის პირველი ევროპელი,რომელმაც იხილა „სამხრეთის ზღვა”,ანუ – „წყნარი ოკეანე”.
* * *
3. იმ შავი ხავერდის დიდ დროშაზე,რომელიც ესპანელებს ერნან კორტესის ხელმძღვანელობით მექსიკისაკენ წარუძღვა წინ,სირმის ძაფებით ამოქარგული გახლდათ წითელი ჯვარი წარწერით – „ძმებო! მივყვეთ ჯვარს,გვწამდეს მისი და ჩვენ გავიმარჯვებთ!” – (გაიმარჯვეს კიდეც)
* * *
4. უხსოვარი დროიდან,ვიდრე ევროპელები ამერიკაში გამოჩნდებოდნენ,ინდიელებისათვის ჯვარს ღვთაებრივი მნიშვნელობა გააჩნდა,რადგან მათთვის ჯვარი განასახიერებდა ქარის,ქუხილისა და ღრუბლების ღმერთს.
* * *
5. აცტეკთა წესით,მბრძანებლის გარდაცვალების შემთხვევაში,ტახტის მემკვიდრედ ვაჟიშვილი კი არ მიიჩნეოდა,არამედ განსვენებულის ძმა,ან ძმისწული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალურ გერმანელ მოაზროვნესა და მწერალს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს – „გერმანული ნოველის მამამთავარს” უწოდებენ.
* * *
7. მექსიკურ ქოხს – ჯაკალი ეწოდება.
* * *
8. ჩინელთა თავდაპირველი რელიგია ეფუძნებოდა წარმოდგენას,რომ სიცოცხლის ძირი და წყარო – ცა და მიწაა.მათი შეხედულებით,ცა მამრულ საწყისს წარმოადგენდა,ხოლო მიწა – მდედრულ საწყისს,ყოველივეს მშობელს.
* * *
9. 1957 წლის 10 ოქტომბერს,ერშირის საგრაფოში,კერძოდ კი,ქალაქ ლოკფილდში,ლოკფილდ-ფარმის კარიბჭის გვერდით აღიმართა პენიცილინის გამომგონებელი დიდი შოტლანდიელი ექიმი-ბაქტეოროლოგის – ალექსანდრე ფლემინგის ერთი უბრალო ძეგლი,რომელზეც ამოკვეთილია მეტად სადა წარწერა: „სერ ალექსანდრე ფლემინგი,პენიცილინის გამომგონებელი,დაიბადა აქ,ლოკფილდში, 1881 წლის 6 აგვისტოს.
* * *
10. იმისათვის,რომ ხალხის ყურადღება არ მიექცია და ქუჩის ხმაურიან ცხოვრებას სათანადოდ,მშვიდ გარემოში დაკვირვებოდა,გენიალური ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი პარიზის ქუჩებში ხშირად ხეტიალობდა კონკიაჟღარუნის ტანისამოსითა და დაჭყლეტილი ქუდით. – (ავტორი გენია.ჯი)