„დამაკვირდი”

1. „სიბრიყვეა,როცა ერთი ადამიანი თავის თავს სხვა ადამიანზე უკეთესად თვლის,მაგრამ უფრო დიდი სიბრიყვეა,როცა მთელი ხალხი ფიქრობს,რომ სხვა ხალხებზე უკეთესია”. – ლევ ტოლსტოი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ზნეობის საფუძველი ღირსეულ აზროვნებაში დევს”.

* * *

3. „თუკი არ იცი,რისი იმედი გაქვს,სჯობს სრულებითაც არ გქონდეს იგი…”

* * *

4. „ერთი ისეთი კუთხე რომ მაპოვნინა,ისეთი სანეტარო ოაზისი,სადაც ცრემლით გავბანდი და სიცრუეს ჩამოვწმენდდი სიტყვებს,რომლებშიაც ოდესღაც ადამიანის შიშველი და გოცებული გული ირეკლებოდა,მაშინ თოვლივით გადნებოდა კაეშანიც,მახსოვრობას რომ შემორჩენია”. – უმბერტო საბა

* * *

5. „სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ცოდნაა”. – თამაზ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „შენს დაწერილ წიგნში,შენს საქციელში,შენს დახატულ სურათში სიცოცოხლე რომ იგრძნოს ვინმემ,სიცოცხლე შენში უნდა იყოს”. – ვინსენტ ვილემ ვან გოგი

* * *

7. „რა ერთფეროვანნი არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი, უფრო სწორად – რა ერთნაირ ხერხებს მიმართავენ ისინი!” – ლევ ტოლსტოი

* * *

8. „ოქრო,ეს ეშმაკეული ლითონი მარტო სულს კი არა,სხეულსაც მიითრევს უფსკრულში”. – ჰაინრიხ ჰაინე

* * *

9. „ისეთი მეომრის ხელში,რომელსაც სიკვდილისა არ ეშინია,უბრალო ჯოხიც მრისხანე აიარაღად იქცევა”. – როსტისლავ კინჟალოვი

* * *

10. „ბუნება მანდილოსანია,თანაც ძალზე მოხუცი მანდილოსანი.იგი მათუსალამდე არსებობდა. და ეს მოხუცი მანდილოსანი ყოველნაირად ცდილობს თავი მოგვაწონოს და გაგვაოცოს”. – მოლბეკი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>