Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან – „ასეთი არ უნდა იყო – „ადამიანი!”…
„ჩემო მეგობრებო: თუ თქვენ ჭეშმარიტად კაცთმოყვარე ბრძანდებით,მაშ უსურვეთ ყველა ჭკვიან ადამიანს ჩემისთანა გემოვნება,თუნდ სიბილწეც ერიოს მასში,თორემ სხვამხრივ ხომ ჭკვიან კაცს საქმე აღარაფერი ექნებოდათ ამქვეყნად და მარტო სულელებს დარჩებოდათ ეს ქვეყანა.აი,ვინ ჩაცვივდებოდნენ ბედში! ახლაც ხომ არის ანდაზა: „ბედი სულელებსა სწყალობსო, და იცით,სულელებთან ცხოვრებაზე სასიამოვნო არაფერია,ცხოვრობდე მათთან,თან ყველაფერზე კვერს უკრავდე: ეს ხელსაყრელია! თქვენ არ გეგონოთ,რაკი ასე ძვირფასია ჩემთვის ცრუ აზრები,არა ვღალატობ გარკვეულ დადგენილ წესებს,ვიღწვი,გავლენა მოვიპოვო საზოგადოებაში; ხომ ხედავთ,რა ქარაფშუტა საზოგადოებაში ვცხოვრობთ; მაგრამ აქ ამ საზოგადოებაში ჯერჯერობით მყუდროდა ვარ და კვერს ვუკრავ ყველაფერზე,თავს მის ქომაგად ვაჩვენებ,მაგრამ,თუ შემთხვევა მომეცა,პირველი მე შევაქცევ ზურგს.მე ხომ ყველა თქვენი ახალი აზრი ვიცი,თუმცა თავი არასოდეს არ ამიტკივებია ამ აზრებით და არც სხვა რამით.არც სინდისის ქენჯნას შევუწუხებივარ.ოღონდ კარგად ვიყო და ყველაფერზე თანახმა ვარ,ჩემისთანები კი ლეგიონია და ჩვენ ჭეშმარიტად ტკბილათა ვჭამთ ამ ცხოვრებას.ამქვეყნად ყველაფერი შეიძლება მოისპოს,მხოლოდ ჩვენ არ მოვისპობით არასოდეს.ჩვენ ვარსებობთ მას აქეთ,რაც ქვეყნიერება არსებობს.მთელი ქვეყნიერება რომ ჩაიქცეს,ჩვენ მაინც გადავრჩებით და ამოვტივტივდებით.რაკი სიტყვამ მოიტანა: მარტო იმას მაინც შეხედეთ,რა უკვდავნი ვართ,ჩვენისთანებს ვერაფერი სპობს.ჩვენ ხომ ასე ვთქვათ,ფენომენალურად დიდხანს ვცოცხლობთ; გაუოცებიხართ ოდესმე ამას? სჩანს,თვით ბუნება გვაფარებს თავის კალთას,ხე, ხე, ხე! უეჭველად ოთხმოცდაათწლამდე მინდა ვიცოცხლო.სიკვდილი მძულს; მეშინია მისი.ეშმაკმა იცის,როგორ გვიწერია სიკვდილი!” – (ავტორი გენია.ჯი)