ფრანც კაფკას მიმართვა ადამიანებისადმი
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ჩეხი მწერლის - ფრანც კაფკას (1883-1924 წლები) საფლავის ყორეზე, ძველი აღმოსავლური ჩვეულების მიხედვით, კენჭები აწყვია: სილას აფთარი ადვილად თხრიდა და ყოველი გამვლელი ვარდებული იყო საფლავზე ერთი ქვა მაინც დაედო. (ავტორი გენია.ჯი) ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს კაფკას ბიოგრაფიას, მისთვის ისიც ცნობილი იქნება, რომ იგი სიცოცხლეშივე დაგლიჯა აფთარზე უარესმა მხეცმა – გულგრილობამ. ალბათ ამიტომაც წერდა გულგატეხილი კაფკა ადამიანების შესახებ ამ მეტად ამაღელვებელ სიტყვებს:
„მე თქვენ მიყვარდით, მაგრამ თქვენ არ გჭირდებოდათ ჩემი სიყვარული. მე კი ვიტანჯებოდი მაშინ, როცა თქვენ, ბაზარში გამოტანილი ქოთნებივით, ჯოხს გიკაკუნებდნენ და თქვენც ერთსა და იმავე ხმას გამოსცემდით: კმაყოფილსა და ბრიყვულ თანხმობას. ვიტანჯებოდი მაშინ, როდესაც კანცელარიებისა და სასამართლოების დერეფნებში დგომით ჩამოქანცულნი ელოდებოდით სამართალს და კიდევ უფრო ვიტანჯებოდი, რადგან გწამდათ, რომ სამართალი არსებობს. გეძინათ, ჭამდით, სვამდით, ცხოვრობდით დერეფნებში, ნაგვის ყუთების გვერდით, რომლებშიაც თქვენი თხოვნები და საჩივრები ეყარა დაფხრეწილი. ვიტანჯებოდი მაშინ, როდესაც თქვენივე მსგავსნი, თქვენი სახელით განდიდებულნი და გაზულუქებულნი, უკვე აღარ კადრულობდნენ თქვენს გვერდით დგომას და, პაწაწინა მეფეებივით გულღვარძლიანნი, სათხოვნელად გაწვდილ ხელებზე გაფურთხებდნენ. ასე ვიტანჯებოდი მე, თქვენ კი არ გესმოდათ. ამიტომ დამანებეთ თავი, ნება მომეცით ვიკმარო სიმარტოვე, სიბნელე, რომელშიაც ქრება ხორცი და სიჩუმე, რომელშიაც ცოცხლდება სული”. – (ავტორი გენია.ჯი)