ენ ვეტემაას “რომანებიდან”

“…კაცმა თუ ჭერზე თავი ჩამოიკონწიალა, ხელი უნდა გაამტყუნო – თოკი რად გადმოჰკიდაო? თვალი დაადანაშაულო – ლურსმანს რად მიაგნო და ტანიც – თოკი რად დაჭიმაო? ყველა ერთადაა დამნაშავე, ცალ-ცალკე კი არცერთი… ასე, რომ ხალხიც დამნაშავეა”. – (ავტორი გენია.ჯი)

***

“…მეც მაქვს გული, ხნიერი გული, მისი ქსოვილოვანი პერანგი ისე შესქელებულია, ბევრი რამ ვეღარც შეაღწევს. ალაგ-ალაგ კი, პირიქით, ისეა გაცრეცილი, რომ გულის კარს უღებს ათასნაირ ზედმეტობას… გული ჩვენთვის მუშაობს. არც თვალები აქვს, არც გონება და არც კი უწყის – ვინაა მისი მფლობელი. გულს არც სინდისი გააჩნია. გული – უგულოა!”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“შემგუებლობა გახლავთ ის საიმედო იარაღი, რომელიც თქვენს ხელთაა”.