ჰანს კრისტიან ანდერსენი – „ეპიზოდი”

1875 წლის 2 აპრილს „ზღაპრების მეფედ” წოდებულ დიდ დანიელ მეზღაპრესა და პოეტს – ჰანს კრისტიან ანდერსენს (1805-1875 წლები) აცნობეს,რომ დამთავრდა ხელმოწერა მისი ქანდაკების ასაგებად. (ავტორი გენია.ჯი) მას ასევე აჩვენეს მოქანდაკის მიერ გაკეთებული პროექტიც.პროექტზე ნაჩვენები იყო ანდერსენი,რომელსაც გარს ეხვია ბავშვები.მოულოდნელად,დანიელ მეზღაპრეს პროექტი არ მოეწონა.

- ჩემი ზღაპრები იმდენადვეა განკუთვნილი უფროსებისათვის,რამდენადაც ბავშვებისათვის! – ღელავდა იგი. – თანაც,როცა ზღაპრებს ხმამაღლა ვკითხულობდი,ვერაფრით ვერ ავიტანდი,რომ ბავშვები კისერზე და მხრებზე მყოლოდა ჩამოკიდებული.რატომ უნდა გამოსახოთ ის,რაც არ ყოფილა?

და პროექტი ანდერსენის სურვილისამებრ გადააკეთეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება