კუაუტემოკი – „ეპიზოდი”
აცტეკთა იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანში წარმოებული სამ თვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ ესპანელმა კონკისკადორმა – ერნან კორტესმა ტყვედ აიყვანა აცტეკი ხალხის უკანასკნელი და უმამაცესი ტლატოანი (იმპერატორი) - კუაუტემოკი (1495-1525 წლები). (ავტორი გენია.ჯი) იმ მიზნით,რომ ესპანელ დამპყრობლებს ინდიელების მიერ ტბებში დაძირული და მიწაში დამარხული განძეულობის ადგილსამყოფელი დაედგინათ,კორტესმა კუაუტემოკი სასტიკად აწამა.გარდა სხვა უმძიმესი წამების ფორმებისა,აცტეკთა იმპერატორს ფეხებზე ადუღებულ ზეთს ასხამდნენ,ხოლო შემდეგ უბუგავდნენ კიდეც მათ… მიუხედავად ამისა,ამ უმამაცეს ინდიელს არა მხოლოდ განძეულობის ადგილსამყოფელი არ გაუთქვამს,არამედ ერთიც კი არ დაუკვნესია წამების დროს.მასთან ერთად აწამებდნენ სხვა ინდიელ ბელადებსაც,რომელთაგანაც ერთ-ერთმა,კერძოდ კი ტლაკოპანის მმართველმა თავი ვერ შეიკავა და დაიკვნესა,რა დროსაც განაწამებმა კუაუტემოკმა მის გასაგონად შემდეგი სიტყვა წარმოთქვა:
„ – ხომ არ გგონია,რომ მე ჩემს თბილ აბანოში ვნებივრობ?.. წამებას უდრეკად უნდა გაძლება.ამ ძნელბედობის ჟამს დაიხსომე,რომ ჩვენ შეიძლება მოგვკლან,მაგრამ ვერ დაგვამარცხებენ!”
რამდენიმე ხანში კორტესმა კუაუტემოკი სიკვდილით დასაჯა. – (ავტორი გენია.ჯი)