ლაო ძი – „ეპიზოდი”
პირველი ჩინელი ისტორიკოსის – სიმა ციანის გადმოცემის თანახმად,გენიალური ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – ლაო ძი (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები),რომელიც ერთ-ერთი უძველესი გადმოცემის თანახმად დედამ წაბლის ხის ქვეშ შვა,სახელად – დან-ს ატარებდა,ხოლო გვარად იგი სინამდვილეში ლი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თავად სიტყვა ლაო ძი – „მოხუც ფილოსოფოსს’ აღნიშნავს.ამ უდიდესი ჩინელი მოაზროვნისათვის,რომელსაც არაჩვეულებრივად დიდი ყურები ჰქონია,მისი გარდაცვალების შემდგომ – „სენ” უწოდებიათ,რაც „გრძელყურას” აღნიშნავს.ზოგადად რომ ვთქვათ,სიმა ციანი ლაო ძის ფიზიკური მონაცემების შესახებ ასეთი სახის ინფორმაციას გვაწვდიდა: „მაღალი და ახოვანი,ყვითელი პირისახის,ლამაზი წარბებით,ფართო შუბლით,ოთხკუთხა პირით,უშნო კბილებით,სქელი ტუჩებით,უზარმაზარი ყურები სამმაგი სასმენი ხვრელებით,დიდი თვალებით,ფეხებზე – ათ-ათი თითით,ხოლო ხელისგულებზე – ათ-ათი ხაზით.წმინდა ცხოვრების გამო იცოცხლა ორასი წელი”. – (ავტორი გენია.ჯი)