რა ნაგებობანი აღმართა პირველად კორტესმა ვერა-კრუსში?

იმისათვის,რომ კარგად წარმოვიდგინოთ ამერიკის კონტინენტზე ჩასული ესპანელი დამპყრობლების მიზნები,ერთ პატარა დეტალს წარმოგიდგენთ აღნიშნულ პოსტში. (ავტორი გენია.ჯი) თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე პირველი ქალაქი (იმ პერიოდისათვის ციხე-ქალაქი),რომელიც ესპანელმა კონკისკადორმა ერნან კორტესმა, და ზოგადად,ესპანელებმა დაარსეს – გახლდათ – ვილია რიკა დე ლა ვერა-კრუსი,ანუ შემოკლებით რომ ვთქვათ – ვერა-კრუსი.ამ ახლად დაარსებულ ქალაქს ესპანური ენიდან თარგმანით – „ჭეშმარიტი ჯვრის მდიდარი ქალაქი” ეწოდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ კორტესმა ვერა-კრუსის საძირკვლის ჩაყრისას პირველი რაც ააგებინა ხელოსნებს,გახლდათ – სახრჩობელა და სამარცხვინო ბოძი. და რაც კიდევ უფრო საინტერესოა,გახლავთ ის,რომ ამ საშინელ ნაგებობებზე პირველები ვინც დაისაჯნენ,არა ინდიელები,არამედ თავად ესპანელები იყვნენ (კორტესის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებისათვის ჩამოახრჩვეს ორი და სამარცხვინო ბოძზე გააკრეს რამდენიმე ესპანელი,რომლებიც ცნობისათვის,იმავე სამარცხვინო ბოძებზე გაწკეპლეს გრძელი,მოქნილი წნელებით,რომელთაც – შპიცრუტენის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>