იოჰან ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მამის – იოჰან ვან ბეთჰოვენის (1739-1792 წლები) შესახებ ბევრი ცუდი რამ არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ლუდვიგის ბიოგრაფები შენიშნავენ,თავისი უსაქციელობით ცნობილმა იოჰანმა არათუ ვერ შეძლო კეთილი გავლენა მოეხდინა თავისი გენიალური შვილის აღზრდაზე,არამედ პირიქით,მას მხოლოდ ზიანი მოჰქონდა მისთვის.მიუხედავად იმისა,რომ ბეთჰოვენის მამა უდავოდ მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული და სასახლის კარის მუსიკოსის ტიტულსაც ატარებდა (უკრავდა კლავესინზე და ვიოლინოზე,წარმატებით ატარებდა სიმღერის,მუსიკის თეორიისა და კლავესინზე დაკვრის გაკვეთილებს),მისი უჯიათი და ხშირ შემთხვევებში,ისტერიული ხასიათიდან გამომდინარე,სამწუხაროდ,ძალიან უშლიდა ხელს თავისი გენიალური ვაჟის ნიჭის განვითარებას.გაუთავებელი სმა,შფოთი და დავიდარაბა,რაც მას ერთობ საეჭვო რეპუტაციას უქმნიდა,კარგად მეტყველებენ იოჰანის უკიდურეს თავქარიანობაზე,უნებისყოფობაზე,სულიერ მერყეობასა და გონებრივ შეზღუდულობაზე.
სიცოცხლით სავსე,ტანადი და საამო მოსაუბრე იოჰანი გართობის მოყვარული კაცი იყო.იგი მუდამჟამს მხიარული,დაუდეგარი და ლამაზმანების ამყოლი გახლდათ,რის გამოც მამამ მეტსახელად „გზირი” შეარქვა.მიუხედავად დიდი მუსიკალური ნიჭისა,იოჰანს არ გააჩნდა უნარი და სურვილი სისტემატიურად მუშაობისა.საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ბოლოს სულ გალოთდა და თანდათან დაეცა,კიდევ უფრო გაჭირვეულდა და გაუჟმურდა. – (ავტორი გენია.ჯი)