ფაიფური – „ეპიზოდი”
კერამიკის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სახეობის – ფაიფურის დამზადება ჩინეთში პირველად 620 წელს დაიწყეს და მისი დამზადების საიდუმლოება მრავალი ასეული წლის განმავლობაში იყო დაცული. (ავტორი გენია.ჯი) XVIII საუკუნეში ჩინურ ფაიფურს ევროპაში – „თეთრი ოქროს” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ და აღნიშნული კერამიკული ნაკეთობების ფასი ფანტასტიურად მაღალი გახლდათ.როგორც ცნობილია,ევროპელებმა ჩინელებთან აქტიურ ვაჭრობას ხელი XVII საუკუნეში მიჰყვეს.ყველაზე ფასეულ სავაჭრო პროდუქტს კი ევროპელთათვის ფაიფურის ნაკეთობები წარმოადგენდა,რომლის დამზადების პრაქტიკაც მათთვის ერთობ გასაიდუმლოებული რჩებოდა.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ფაიფურის ჭურჭელი ევროპაში ძალიან ძვირი ღირდა,რასაც ისიც ადასტურებს,რომ მასში ხშირად ადამიანებსაც კი სცვლიდნენ.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ საქსონიის კურფიუსტმა – ავგუსტ II ძლიერმა პრუსიის მეფეს – ფრიდრიხ I-ს დრაგუნთა მთელი პოლკის გადაცვლაც კი შესთავაზა ფაიფურისაგან დამზადებულ 151 ნაკეთობაში.საბოლოო ჯამში,ჩინელების საიდუმლო ფრანგმა იეზუიტმა ბერმა – ფრანსუა ქსავიე დ’ანტრეკოლმა ამოხსნა,რომელიც რვა იეზუიტ ბერთან ერთად გაემგზავრა ჩინეთში მისიონერული მისიით 1698 წელს.ფრანსუას მისიონერული ფუნქცია,ისევე როგორც სხვა ათასობით უცხოეთში გადახვეწილი მისიონერის ფუნქციას არა მხოლოდ კათოლიკური რწმენის გავრცელება წარმოადგენდა,არამედ უცხო ქვეყნებში მას უნდა მოეძია იეზუიტთა ორდენისათვის სასარგებლო ინფორმაციებიც და მოიძია კიდეც – ფაიფურის დამზადების საიდუმლო.წერილი რომლითაც მან ევროპელებს ფაიფურის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოება გააცნო, 1712 წლით თარიღდება. – (ავტორი გენია.ჯი)