ძველი ჩინელების სტიქიონთა ხუთი პირველსაწყისი ელემენტი
ძველი ჩინეთის ყველა ნატურფილოსოფიური მოძღვრება,ისეთი როგორიცაა მოძღვრება „ხუთ პირველსტიქიაზე” და რომელსაც ჩინელებმა „უსინ” უწოდეს,დასაბამს იღებენ ძველი ჩინელების მითოლოგიური და პრიმიტიულ-რელიგიური წარმოდგენებიდან ცასა და მიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) „შუ ძინში” წერია: „პირველი დასაბამია წყალი,მეორე – ცეცხლი,მესამე – ხე,მეოთხე – ლითონი და მეხუთე – მიწა.წყლის მუდმივი თვისებაა სისველე და დინება ქვევით; ცეცხლის თვისებაა – ენთოს და მაღლა მიიწევდეს; ხის თვისებაა – იდრიკებოდეს და იმართებოდეს; ლითონის თვისებაა – მორჩილებდეს გარეგან ზემოქმედებებს და იცვლებოდეს; მიწის ბუნება იმაში მჟღავნდება,რომ შეიფარებს თესლს და აღმოაცენებს ნაყოფს”.ამავე ადასტურებს „ძოჯუანი”,რომელშიც წერია: „ცამ შექმნა ხუთი პირველსაწყისი და ხალხი სარგებლობს ამ საწყისებით.საკმარისია წარიხოცოს ერთი მათგანი და სიცოცხლეც შეწყდება”.ერთ-ერთ უძველეს ჩინურ თხზულებაში „გოიუიში” კი ნათქვამია: „ყოველი არსი სტიქიის ხუთმა ელემენტმა შვა.მიწამ,ლითონმა,ხემ,წყალმა და ცეცხლმა ერთობლიობით შვეს ყოველი არსი”. – (ავტორი გენია.ჯი)