რა ცილი დასწამეს ჯეკ ლონდონს?

XX სუკუნის ამერიკაში მრავლად ვრცელდებოდა ცილისმწამებლურ მონაჭორებზე აგებული სტატიები და ბროშურები ისეთი ადამიანის სახელით,როგორიც გახლდათ დიდი ამერიკელი მწერალი – ჯონ გრიფიტ „ჯეკ” ლონდონი (1876-1916 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ჯეკ ლონდონის სახელით გავრცელებულ ერთ-ერთ ბროშურაში,სახელწოდებით – „იდეალური მებრძოლი”,შემდეგი სახის ჩანაწერი არსებობდა: „ყმაწვილო! კარგ ჯარისკაცად გახდომა ყველაზე უმდაბლესი მიზანია,რომელიც კი შეგიძლია ცხოვრებაში აირჩიო.კარგი ჯარისკაცი არასოდეს არ ცდილობს გაარკვიოს,რა არის კარგი და რა ცუდი.თუ მას უბრძანებენ ესროლოს თანამოქალაქეებს,მეგობრებს,მეზობლებს,იგი უყოყმანოდ დამორჩილდება.თუ უბრძანებენ,ესროლოს ქუჩაში პურის მოთხოვნით გამოსულ ბრბოს,იგი უარს არ იტყვის.ხედავს,როგორ იღებება ალისფრად მოხუცთა ჭაღარა თავები,როგორ გადმოსჩქეფს ქალის მკერდიდან სისხლი,რომელსაც თან მიაქვს მისი სიცოცხლე,მაგრამ იგი არც სინდისის ქენჯნას განიცდის და არც შებრალებას.კარგი ჯარისკაცი სიკვდილის ბრმა,გულქვა,უსულგულო მანქანაა!”

ეს,მეტად ოსტატურად შეთხზული ბროშურა შინაარსითა და სტილით ძალიან ჰგავდა იმას,რასაც ჯეკ ლონდონი წერდა.აღნიშნულმა ფაქტმა კი თავის მხრივ,ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოფიცერთა შორის დიდი აურზაური გამოიწვია.ეს მათ პირადი შემადგენლობის შეურაცხყოფად მიიღეს,რის გამოც კონგრესში საჩივრები შეიტანეს.ფოსტის სამინისტრომ კი ჯეკი სულაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადასცა ბროშურის ფოსტის საშულებით გავრცელებისათვის.ამ ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა ლონდონი უკიდურესად აღაშფოთა.მან კატეგორიულად უარყო ბროშურის ავტორობა,რამაც საბოლოო ჯამში ბოლო მოუღო სასამართლო დევნას.მაგრამ სიკვდილამდე მას მაინც არ აძლევდნენ მოსვენებას „ამ სამხედრო ჭორისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>