ტარას შევჩენკო – „უკრაინა”
როცა მოვკვდე – დაიხსომეთ
ჩემი ბოლო,მყუდრო ბინა
არის ჩემი უკრაინა,
ის ყურღანი დნეპრის პირას.
* * *
გავიგონებ განთიადზე
დნეპრის ბუხუნს… უკრაინა!
სამარიდან ხმას მივაწვდენ
მუხის გუგუნს… უკრაინა!
* * *
მოვესწრები – სისხლი,სისხლი,
მტრის სისხლი რომ დნეპრს შეღებავს,
სამარის ბინდს გადავიხსნი
და მადლობით ღმერთს შევხედავ.
* * *
დავიჭექებ სამარიდან:
დაამსხვრიე ხუნდი ყველა,
ბნელში წოლა აღარ მინდა,
შენთან ერთად მინდა ფრენა.
* * *
შენთან ერთად ბრძოლა მინდა,
მინდა მზის ქვეშ გქონდეს ბინა.
დამაპკურე ცრემლი წმინდა,
გაიმარჯვე,უკრაინა!