აცტეკების კალენდრის ქვა

მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი უნიკალური კულტურის ხალხს – აცტეკებს სწამდათ,რომ სამყარომ თავისი შექმნიდან ოთხი ეპოქა,ანუ ერა გაიარა.პირველი,რომელსაც „ოთხი ოცელოტი” ერქვა, 4008 წელი გრძელდებოდა და ოცელოტების მიერ იმხანად დედამიწაზე მცხოვრებ გიგანტთა ტომების – კინამეცინების განადგურებით დამთავრდა. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ერა – „ოთხი ქარი” – 4010 წელს გაგრძელდა.იგი საშინელი გრიგალებითა და ადამიანების მაიმუნებად გადაქცევით დასრულდა.მშვიდობიანად არც მესამე – „ოთხი წვიმის” ერამ ჩაიარა.მის დასასრულს ქვეყნიერება გამანადგურებელმა ხანძარმა მოიცვა. და ბოლოს,მეოთხე ერა – „ოთხი წყალი”,რომელიც 5042 წელს გაგრძელდა და წარღვნით დასრულდა.ამ ერაში ადამიანები თევზებად გადაიქცნენ.

ის ეპოქა,როდესაც თვით აცტეკები ცხოვრობდნენ,სათვალავით უკვე მეხუთე იყო და საშინელი მიწისძვრით უნდა დამთავრებულიყო.

ამ წარმოდგენებში აისახა მოგონებანი სტიქიურ უბედურებაზე,რაც უძველეს დროში გადაეტანა მექსიკის კვიდრთ: წყალდიდობანი,განადგურებელი გრიგალები,საშინელი მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები.

კალენდრის ქვაზე სამყაროს მთელი ისტორია იყო ამოკვეთილი.რელიეფის შუა გულში გამოსახული იყო მზე.ცენტრალურ ნაწილს ირგვლივ კონცენტრული წრეები შემოუყვებოდა.პირველი სარტყელი შეიცავდა აცტეკების კალენდრის 20 დღის სახელწოდებების აღნიშვნას,ხოლო მომდევნო სიტყვები „ფირუზი” და „ნეფრიტი”,„განძეულობას” და „ცას” აღნიშნავდნენ.ამ წრის შემდეგ ქვაზე ამოკვეთილი იყო მზის სხივები და ვარსკვლავების სიმბოლური გამოსახულებანი.ხოლო განაპირა დამამათავრებელ სარტყელს წარმოადგენდა ორი ვეებერთელა ცეცხლოვანი გველი,რაც სიმბოლურად დროს გამოხატავდა. (ავტორი გენია.ჯი)

ოც ტონაზე მეტი წონის მქონე ეს გრანდიოზული ქვის ძეგლი სამტეხლოთა რაიონში იყო გამოთლილი.იმისათვის,რომ იგი ჯებირების გამოვლით აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანში ჩამოეტანათ და ტაძრის პირამიდაზე აეტანათ,აცტეკების ძალაუფლების ქვეშ მყოფმა ყველა ოლქმა გამოგზავნა თავისი ხალხი.

 უიცილოპოტჩტლის დიდი ტაძრის მწვერვალზე სამ-ნახევარი მეტრის დიამეტრის მქონე ვეებერთელა აცტეკების კალენდრის ქვა მოათავსეს.

მექსიკის დაპყრობის შემდეგ ესპანელებმა ქვის ეს უნიკალური და უზარმაზარი კალენდარი პირამიდიდან გადმოაგდეს და მიწაში ჩაფლეს.დამპყრობლებს ეშინოდათ,გაქრისტიანებული აცტეკები კალენდრის დანახვისას ხელახლა წარმართობას არ დაბრუნებოდნენ.ასე იდო ეს შესანიშნავი ძეგლი მიწაში XVIII საუკუნის დალევამდე,სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინეს.

ამჟამად აცტეკთა კალენდარის ქვა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ნაციონალურ-ისტორიულ მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი უკავია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>