კაროლინა კორონადო
კაროლინა კორონადო - დაიბადა 1821 წლის 12 დეკემბერს,ესპანეთის ქალაქ – ალმენდალეხოში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ესპანელ პოეტს,დრამატურგსა და მწერალ ქალს.ლექსების წერა კაროლინამ 10 წლის ასაკიდან დაიწყო.პირველი პოეტური კრებული კი 22 წლის ასაკში (1843 წელი) გამოაქვეყნა და მისი პოეზია იმთავითვე დიდი მოწონების საგნად იქცა მკითველისათვის.1853 წელს დაწერა და გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული რომანი,სახელწოდებით – “პაკიტა”,ხოლო 1873 წელს აქვეყნებს შემდეგ,რომანს – “უბედურების ბორბალი”.(ავტორი გენია.ჯი) გარდა ლექსებისა და რომანებისა,კაროლინა წერდა პიესებსაც.მის მიერ დაწერილი პიესებიდან,ყველაზე დიდი აღიარება მოიპოვა ისტროიულმა დრამამ – “ალფონსო IV არაგონელი”.მისი შემოქმედება ერთობ ნაყოფიერი გახლდათ.კაროლინა აკეთებდა ჩანაწერებსაც,რომელსაც შემდგომ “ტაჰოდან რეინამდე” ეწოდა.1852 წელს დაქორწინდა ამერიკელ დიპლომატზე – ჰუსტო ჰორასიო პერიზე,რომელთანაც თანაცხოვრებაში მისი სახლი ერთგვარ ინტელექტუალთა თავშეყრის ყველაზე საყვარელ ადგილად იქცა.ფაქტიურად კაროლინას და მისი მეუღლის სახლი მადრიდის ლიტერატურულ ცენტრადაც ჩამოყალიბდა და იქ თავს იყრიდნენ იმ პერიოდის დიდი ესპანელი ლიტერატორები.კაროლინა კორონადო გარდაიცვალა 1911 წლის 15 იანვარს,პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.(ავტორი გენია.ჯი)