ვინსენტ ვილემ ვან გოგი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერსა და გრაფიკოსს – ვინსენტ ვილემ ვან გოგს (1853-1890 წლები) თავდავიწყებით უყვარდა თავისი ნათესავი ქალი,რომელიც ქვრივი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ქალი მასზე თავდავიწყებით შეყვარებულ ნათესავ მამაკაცს ემალებოდა და გაურბოდა,თითქოს ეშინოდა კიდეც მისი.უიმედო სიყვარულით თავგზააბნეულმა ვან გოგმა კი სწორედ ამის შემდგომ იქორწინა ქრისტინა სინსზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მხატვრის რჩეული გახლდათ მეძავი ქალი,რომელიც ვან გოგთან დაქორწინების დროს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად,ორსულადაც კი იმყოფებოდა.ნიდერლანდელ ფერმწერს ეჩვენებოდა,რომ ასე ნაჩქარევად და ხელოვნურად შეკოწიწებულ ოჯახში იგი სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებდა.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ მისი უმთავრესი მიზანი გახლდათ ქალი ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.იგი ფიქრობდა,რომ ქრისტინა უყვარდა,უფრო სწორად რომ ვთქვათ, – თავს აჯერებდა – მიყვარსო.მიუხედავად ასეთი ქმედებისა,ვან გოგის კეთილშობილური განზრახვა – ქალი წუმპედან ამოეყვანა, – კრახით დასრულდა,რადგან ქრისტინამ თავადვე უარყო მეუღლის გრძნობა,რომელსაც ქველმოქმედების იერი უფრო დაჰკრავდა,ვიდრე სიყვარულისა…
ვან გოგის უჩვეულო საქციელმა (ორსულ მეძავზე დაქორწინებამ) ცხადყო,რომ ნათესავებმა და ახლობლებმა მას ზურგი აქციეს,რადგან მისი საქციელი საზოგადოებაში მიღებული ყველა ეთიკური ნორმის ფეხქვეშ გათელვად იქნა მიჩნეული.
ვინსენტი კვლავაც მარტო დარჩა და როგორც თავად ამბობდა ხოლმე,იმ პერიოდმა იგი კიდევ უფრო „სხვა ადამიანად” აქცია. – (ავტორი გენია.ჯი)