კაცუსიკა ხოკუსაი – „ეპიზოდი”
ტოკუგავას ეპოქაში,ანუ „დიდ ეპოქაში” (1603-1868 წლები) ამომავალი მზის ქვეყანაში – იაპონიაში „უკიოოე”-ს კულტურა აღორძინდა.აღნიშნულ ეპოქაში იაპონიაში მოღვაწეობდნენ ისეთი გენიალური პერსონები,როგორებიც გახლდნენ – ბასიო,უტამარო,ხიროშივე და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა დიდ იაპონელ გრავიორსა და ილუსტრატორს – კაცუსიკა ხოკუსაის (1760-1849 წლები). 89 წლის ასაკში სიკვდილის სარეცელზე მყოფ ხოკუსაის განუცხადებია – „თუკი კიდევ ათ,თუნდაც ხუთ წელს მაჩუქებდნენ,მე,ბოლოს და ბოლოს,დიდი მხატვარი გავხდებოდიო”. და ეს სიტყვები ეკუთვნის იმ გენიალურ ხელოვანს,ვინც შექმნა იაპონური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი (სურათი) – „დიდი ტალღა”.ესოდენ თავმდაბალი მხატვრის საფლავის ლოდზე კი აწერია ის,რაც სინამდვილეში გახლდათ კაცუსიკა ხოკუსაი: „შესანიშნავი მხატვარი,პატიოსანი ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)