ვინსენტ ვილემ ვან გოგი – „ეპიზოდი”
მიუხედავად იმისა,რომ სულით ავადმყოფთა ლაზარეთში იმყოფებოდა განსაკურნებლად გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერი – ვინსენტ ვილემ ვან გოგი,იგი გაინც განუწყვეტლივ კითხულობდა წიგნებს.განსაკუთრებით ხშირად უილიამ შექსპირის ქმნილებებს კითხულობდა,რასაც თავად – „ღვთის წყალობად მიიჩნევდა”. (ავტორი გენია.ჯი) ეს ვირტოუზი ნიდერლანდელი მხატვარი ლაზარეთში ყოფნის პერიოდში წერდა: „ოთახი,სადაც წვიმიან დღეებს ვატარებთ ხოლმე,მესამე კლასის მგზავრებისათვის განკუთვნილ დარბაზს მოგაგონებს რომელიღაც მიყრუებულ სადგურისას – მით უმეტეს,რომ აქ ისეთი დარბაისელი გიჟებიც არიან,რომლებიც ქუდებს არ იხდიან,სულ სათვალე უკეთიათ,ხელჯოხებს,სამგზავრო მოსასხამებს არ იშორებენ.გეგონება,სადმე ზღვისპირა კურორტზე იყვნენ,თანაც თავი ისე უჭირავთ,ვითომდამართლაც მგზავრები ვართო”.ასეთი გასაოცარი გადმოცემა ფსიქიატრიულში მყოფი პაციენტისაგან კი მართლაც რომ ავტორის უდიდეს სულის სიმტკიცეზე მეტყველებს. და კიდევ უფრო გასაოცარია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისაგან,რომელიც ყველასგან იქნა მიტოვებული და მივიწყებული,სიტყვები: „მინდა ჩემი სურათებით სანუგეშო სიტყვა ვუთხრა ადამიანებსო”.
1890 წლის 29 ივლისს ვინსენტ ვილემ ვან გოგმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.მის გარდაცვალებას დაესწრო მხატვრის უახლოესი ადამიანი,მისი ღვიძლი ძმა – თეო,რომელიც მასთან ექიმ გაშეს გამოძახების შემდგომ მივიდა.ვინსენტმა,როგორც კი თეო დაინახა,უთხრა: „ნუ იტირებ,ასე ყველასთვის უკეთესი იქნებაო”.
პოლ გოგენი კი ვან გოგის გარდაცვალების შემდგომ წერდა: „მან მუცელში ტყვია დაიხალა,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა,საწოლში იყო წამომჯდარი და ჩიბუხს ეწეოდა.გარდაიცვალა სრულიად საღი გონებით,განმსჭვალული თავისი ხელოვნების სიყვარულით და ისე,რომ იმქვეყნად არავისი სიძულვილი არ გაყოლია”. – (ავტორი გენია.ჯი)