ვერნერ ფონ ბრაუნი – „ეპიზოდი”
გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელმა მეცნიერმა,პირველი ბალისტიკური რაკეტის კონსტრუქტორმა და ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად” წოდებულმა – ბარონმა ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნმა (1912-1977 წლები),რომელიც თავის დროზე ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის წევრს წარმოადგენდა, 1948 წელს დაწერა წიგნი სახელწოდებით – „მარსის პროექტი”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული წიგნი გახლდათ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველი სახელმძღვანელო იმის შესახებ,თუ როგორ უნდა განეხორციელებინა კაცობრიობას „წითელ პლანეტაზე” ანუ მარსზე ექსპედიცია და როგორ უნდა მოეხდინა მისი კოლონიზაცია.წიგნის იმ თავში,რომელშიც განხილული იყო პლანეტა მარსის მმართველობის ფრომა,ფონ ბრაუნი გვირჩევდა,რომ,რატომღაც აღნიშნული პლანეტა უნდა ემართა ათ ადამიანს,ხოლო ხელმძღვანელი პირი უნდა ყოფილიყო საერთო სახალხო არჩევნების შედეგად არჩეული ლიდერი,რომლის ტიტულიც იქნებოდა – „ილონი”. – (ავტორი გენია.ჯი)