„უაიმანგუ”-ს გეიზერის შესახებ…
ახალ ზელანდიაში,კერძოდ კი უაიმანგუს ხეობაში არსებული დღეისათვის არააქტიური გეიზერი,სახელწოდებით – „უაიმანგუ”, 1899-1904 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი გეიზერი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მაორების ენიდან თარგმანით – უაიმანგუ – „შავ წყალს” აღნიშნავს და ეს სახელწოდება მან იმისათვის მიიღო,რომ გეიზერის ყოველ ამოფრქვევას თან ერთობ ბინძური,ტალახიანი მასების ამოტყორცნა ახასიათებდა.თითოეული ამოფრქვევის დროს 457 მეტრ სიმაღლეზე ამოიტყორცნებოდა 800 ტონამდე წყალი და ქვა-ღორღი. 1903 წლის 31 აგვისტოს აღნიშნულ გეიზერთან ტრაგიკული შემთხვევაც დაფიქსირდა.იმ ოთხმა ტურისტმა,რომლებმაც გიდის რჩევა არ გაითვალისწინეს ახლოს არ გაკარებოდნენ უაიმანგუს გეიზერს,სიცოცხლე ამ უდიდესი გეიზერის უეცარი ამოფრქვევის შედეგად დაასრულეს.უაიმანგუს გეიზერმა თავისი აქტიური მოქმედების ფაზა 1904 წლის 1 ნოემბერს დაასრულა და მას შემდგომ,ფაქტობრივად,არსებობაც შეწყვიტა. – (ავტორი გენია.ჯი)
უაიმანგუს გეიზერის თანამედროვე სახე