დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი თავისი ახალი მუზისგან,ჩვიდმეტი წლის მოწაფისაგან – გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდისაგან სწავლის საფასურს არ იღებდა.სამაგიეროდ,კეკლუცი და თავქარიანი ჯულიეტა ბეთჰოვენს ვალში მაინც არ რჩებოდა და ხშირად უძღვნიდა ლუდვიგს ერთი და იმავე სახის საჩუქრებს.დაასახელეთ,რით ასაჩუქრებდა გვიჩარდი მასზე შეყვარებულ გენიალურ კომპოზიტორს? - (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * *

პასუხი: ხალათები,რომელთა შესახებაც ჯულიეტა ლუდვიგს ეუბნებოდა,აქაოდა ჩემი ამოქარგულიაო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება