რა იყო სინამდვილეში მიზეზი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სმენის დაქვეითებისა?
„დღე და ღამე გაუთავებელი ხმაური და გუგუნი გააქვთ ჩემს ყურებს.პირდაპირ გეტყვი,საცოდაობაა ჩემი სიცოცხლე; უკვე ორი წელია გავურბივარ ყოველგვარ საზოგადოებას… სხვა ხელობა რომ მქონოდა,ჯანდაბას,მაგრამ ჩემი ხელობისათვის ეს პირდაპირ საშინელებაა; ამას ისიც დაუმატე,როგორ გაუხარდებათ ჩემს მტრებს,რომლებიც არცთუ ცოტანი არიან! იმისათვის,რომ წარმოდგენა იქონიო ამ საოცარი სიყრუის შესახებ,გეტყვი: თეატრში იძულებული ვარ ადგილი ორკესტრთან ახლოს დავიკავო,რათა გავიგონო მსახიობის ლაპარაკი ან სიმღერა.თუკი ცოტა მოშორებით დავჯექი არც ინსტრუმენტის ხმა მესმის და არც სიმღერა; საკვირველია,არიან ადამიანები,რომლებიც საუბრის დროს ამას ვერ ამჩნევენ: ჩემზე გაიძახიან დაბნეულიაო,როგორიც მე ძალიან ხშირად მართლაც ვარ ხოლმე.ზოგჯერ ძლივს მესმის ხმადაბალი საუბარი,ბგერებს ვარკვევ,სიტყვებს კი ვერა; მიუხედავად ამისა,როცა ყვირიან უფრო ვერ ვიტან… ბევრჯერ დამიწყევლია ჩემი გაჩენის დღე; პლუტარქემ მომცა მოთმინება… მოთმინება! რა უბადრუკი თავშესაფარია,მაგრამ სხვა რაღა დამრჩენია”. – ამ სიტყვებით მიმართა სმენადაქვეითებულმა ტიტანმა გერმანელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა (1770-1827 წლები) თავის ერთგულ მეგობარს ვეგელერს,რომელიც თავის მხრივ მედიცინის პროფესორს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ლუდვიგს სმენის შესუსტება 1798 წლიდან დაეწყო და თანდათან კიდევ უფრო უძლიერდებოდა.მიუხედავად მრავალგზის მკუნალობისა,მედიკოსებმა აესტროს მაინც ვერაფრით შეეწიეს.იგი თავდაპირველად გულმოდგინედ მალავდა თავის სენს,მაგრამ რამდენიმე წელიწადში მან იმდენად დაკარგა სმენა,რომ ხმამაღლა ლაპარაკიც აღარ ესმოდა.ამიტომ იგი იძულებული შეიქნა რვეული ეხმარა საუბრის ჩასაწერად.
იმ მიზეზებზე,თუ რამ გამოიწვია ბეთჰოვენის სმენის დაკარგვა,მრავალი წიგნია დაწერილი.ყველაზე ხშირად ამ დაავადებას სკელორზს მიაწერდნენ,რაც თითქოს სიმართლეს შეეფერება,თუ მხედველობაში არ მივიღებთ,რომ ლუდვიგი გარდაიცვალა ღვიძლის ციროზით,რამაც წყალმანკი გამოიწვია.თუმცა კომპოზიტორის სიყრუე თავისი ხასიათით გამორიცხავს ამ ვარაუდს.ყველაზე რეალური ვარაუდი ბეთჰოვენის სმენის დაკარგვისა პარიზელმა ექიმმა – მარაჟმა და დიდმა ფრანგმა მწერალმა – რომენ როლანმა წამოაყენეს. (ავტორი გენია.ჯი) მათი თვალსაზრისი არა მხოლოდ სამდიცინო მოსაზრებით გახლდათ დადასტურებული,არამედ ფსიქოლოგიური ხასიათის მოტივებითაც.სმენის დაკარგვის დაწყებამდე კომპოზიტორის სმენა გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სიმახვილითა და მაღალი მგრძნობიარობით.სიგიჟემდე მისულმა უკიდურესმა დაძაბულობამ,რაც ლუდვიგის შემოქმედებითი პროცესის თავისებურებას წარმოადგენდა,ტვინი გადაღალა და ზემგრძნობიარე სმენის ცენტრები ანთებამდე მიიყვანა,რაც გახდა ყურებში ხმაურისა და პროგრესიულად განვითარებული სიყრუის მიზეზი.შესაბამისად,მისი სიყრუე ლაბირინთული წარმოშობის გახლდათ.რომენ როლანის მეტად საინტერესო ნარკვევში – „ბეთჰოვენის სიყრუე”,სამედიცინო თვალსაზრისით დაწვრილებით არის განმარტებული დიდი გერმანელი კომპოზიტორის სმენის დაკარგვის უმთავრესი მიზეზი: ბეთჰოვენის სუბიექტური ჩივილი მიგვითითებს სმენითი ნერვის დაავადების ჩვეულებრივ სიმპტომებზე: ნერვული სმენითი აპარატის დაავადებისას უპირველესად ზიანდება მაღალი ტონების აღქმა… ბოლოს,საჭიროა აღინიშნოს სმენის სუბიექტური დარღვევა,გამოხატული ხმაურისა და მოჩვენებით ბგერათა აღქმაში,რაც დამახასიათებელია სმენითი ნერვის ზოგიერთი დაავადებისათვის საწყის სტადიაში.ზოგჯერ მსგავსი ხმაური გამოწვეულია სისხლძარღვიანი დაავადებით,ანევრიზმებით,სპაზმებით სმენითი ნერვის სიახლოვეს.იშვიათ შემთხვევაში ასეთი ხმაური შეიძლება აღიქვას ობიექტურად ექიმმა,თუკი ქალას შევეხებით სტეტოსკოპით: მაგალითად ანევრიზმისას,რომელიც აწვება სმენით ნერვს,პულსირებული ხმაური შეიძლება აღქმულ იქნას ობიექტურადაც”. – (ავტორი გენია.ჯი)