რა უპასუხა ჰანს კრისტიან ანდერსენმა იენს ვილკენ ჰორნემანს?!
სახელოვან მოხუც დანიელ ბოტანიკოსსა და პროფესორს – იენს ვილკენ ჰორნემანს (1770-1841 წლები) ძალიან არ უყვარდა ზღაპრები,რაც ერთ-ერთი დიალოგისას შენიშნა კიდეც დიდ დანიელ მეზღაპრესთან – ჰანს კრისტიან ანდერსენთან: ” – არაფერი საჭირო არ არის ბავშვებს ცარიელი ფანტაზიებით გამოვუტენოთ თავიო”. (ავტორი გენია.ჯი) ჰორნემანის ზღაპრებისადმი დამოკიდებულებამ „ზღაპრების მეფედ” წოდებული ანდერსენი ერთობ გააღიზიანა და მან იენსს არც თუ ისე სასიამოვნო პასუხი გასცა:
„პატივცემულო პროფესორო,მაპატიეთ,რომ ხარაზის შვილი ვკადნიერდები და კამათს გიბედავთ,მაგრამ მიუხედავად თქვენი დიდი სწავლულობისა,საკუთარ ცხვირს იქით მაინც ვერაფერს ხედავთ.როგორც არ უნდა ეცადოთ,ზღაპარს ვერ დამარხავთ,ზღაპარი არასოდეს არ მოკვდება.მთელი უბედურება იმაშია,რომ „ფხიზელ გონიერებასა” და წინდახედულებაზე ჭკუადაკარგული დარბაისელი ბუზღუნა ჩინოვნიკები და მოსაწყენი ობივატელები სამყაროს უკუღმართულად შესცქერიან: სამსახურეობრივი ინტრიგები,წარჩინებული არარაობების კეთილმოწყალე ღიმილი და საკუთარი ანგარიში ბანკში,რომელიც დღითიღე იზრდება,აი რას ეძახიან ისინი ნამდვილ ცხოვრებას.ხოლო სიყვარული,ხელოვნება და ბუნების სილამაზე ცარიელი სიტყვებია მათთვის,რომლებიც ეკლებივით ესობიან თვალში.თხუნელებივით მიწაში ცხვირჩარგულები მზის სხივს სწყევლიან,თვალი რად მოგვჭერიო.ამიტომ,იმის მაგიერ,რომ მეცნიერულად ეკამათო მათ,უმჯობესია პირდაპირ ზღაპარში მიუჩინო ადგილი,მაშინ ყველაფერი უცებ გაირკვევა.მაგალითად,ბოტანიკის პროფესორი ბატონი ჰორნემანი სწორედ რომ ზედგამოჭრილია ყვავილების ზღაპრისათვის,ანდერსენმა რომ პატარა იდასთვის გამოიგონა.აი სად მიიღებს საკადრისს ეს ჯუჯღუნა ბებერი! ჯერ იგი ჭინჭარს სცემს,რადგან მან გაბედა და მეზობელი მიხაკი შეიყვარა, და საშინლად დაისუსხავს ხელებს,ღამით კი ყვავილების მეჯლისზე ყვითელსახიან სანთლის თოჯინად იქცევა.„არაფერი საჭირო არ არის სულელური ამბებით გამოვუტენოთ ბავშვებს თავი!” – გაჰყვირის თოჯინა და თან უნებურად ფერხულში ებმება; ქაღალდის ყვავილები კი მწარედ უტლაშუნებენ გაწვრილებულ ფეხებში.ზღაპარში მხიარული სტუდენტიც იქნება,რომელმაც ქაღალდიდან უცნაური სათამაშოების გამოჭრა და საინტერესო ამბების მოყოლა იცის,იქნება პატარა იდაც.ანდერსენი სწორედ ისე დაიწყებს,როგოგორც სინამდვილეში მოხდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰანს კრისტიან ანდერსენი
იენს ვილკენ ჰორნემანი