იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილ დანიელ მეზღაპრეს – ჰანს კრისტიან ანდერსენს სახელმწიფომ 1838 წლიდან მცირეოდენი,თუმცა ყოველწლიური დახმარება დაუნიშნა,რომელსაც იგი – „ჩემს ბაღში ამოზრდილ პურს” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. XI საუკუნეში მოღვაწე დიდ ებრაელ პოეტსა და ფილოსოფოსს – სოლომონ იბნ გებიროსს – „ებრაელთა პლატონად” მოიხსენიებდნენ.

* * *

3. საყოველთაოდ ცნობილი არგენტინელი რევოლუციონერის – ერნესტო ჩე გევარას შესახებ ერთმა მისმა მეგობარმა ქალმა განაცხადა: „მან შექმნა უნიკალური რამ: მან შექმნა საკუთარი თავი!”

* * *

4. დიდმა ქართველმა მწერალმა – ალექსანდრე ყაზბეგმა ყველა თავისი საუკეთესო ნაწარმოები ხუთი წლის განმავლობაში შექმნა.შესაბამისად,იმ ხუთ წელიწადს შესაძლებელია მწერლის ნამდვილი სიცოცხლე ვუწოდოთ,რომლისთვისაც ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ემზადებოდა.

* * *

5. აცტეკების იმპერიის გამაცამტვერებელი ესპანელი კონკისკადორი – ერნან კორტესი ახალგაზრდულ ასაკში ერთობ ჩხუბისთავი და ფიცხი გახლდათ.ამბობდნენ,რომ იგი ხანდახან  დუელითაც კი ერთობოდაო. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. აცტეკების იმპერიის იმპერატორის – მონტესუმა II-ს ემბლემა გახლდათ არწივი,რომელსაც ბრჭყალებით ოცელოტი ეპყრა (ცენტრალურ ამერიკაში მობინადრე დიდი გარეული კატა).

* * *

7. დიდი დანიელი მეზღაპრე – ჰანს კრისტიან ანდერსენი პირველი დანიელი ლიტერატორი გახლდათ,რომელიც მხოლოდ ლიტერატურული შემოსავლებით ცხოვრობდა.ეს კი იმ პერიოდში ბევრს არაჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა.

* * *

8. აცტეკთა საზოგადოებაში კლასების გაჩენამდე მიწებს გვართა შორის ტომის საბჭო ანაწილებდა.გვარის შიგნით კი მიწა ოჯახებს შორის ნაწილდებოდა სულადობის მიხედვით.ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ ნაკვეთს მისი ვაჟიშვილები ამუშავებდნენ.თუ მიცვალებულს შთამომავლობა არ გააჩნდა ან ორი წლის განმავლობაში მიწას მოაცდენდა,ნაკვეთი ახალ მფლობელს გადაეცემოდა.

* * *

9. ვილიაფანა,რომელიც ერნან კორტესის წინააღმდეგ შეთქმულებისათვის გაასამართლეს,საკუთარი სახლის ფანჯარაზევე ჩამოახრჩვეს.

* * *

10. სახელოვანი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი უკანასკნელ დღემდე ეხმარებოდა მატერიალურად „მეგობრებს”,თუმცა ისინი მაინც უმადურები იყვნენ.ერთ-ერთმა მათგანმა კი ჯეკ ლონდონის ზურგს უკან ასეთი რამაც კი თქვა: „ ჯეკი ისე იოლად შოულობს ფულს,რომ სულელი იქნება,ვინც არ დაეხმარება მას დახარჯვაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>