ასე არიგებდნენ აცტეკი მშობლები თავიანთ ქალიშვილებს…
„ბეჯითად დაართე,ქსოვე და კერე.ძალიან დიდხანს ნუ იძინებ… ქალური პრანჭვა-გრეხა უქმად ყოფნას,სიზარმაცესა და სხვა ცუდ ზნეს შეგაჩვევს.მუშაობის დროს ცუდ რამეზე ნუ იფიქრებ.როცა მშობლები გიხმობენ,ნუ დაუცდი გამეორებას,მაშინვე მათთან გაჩნდი და შეუსრულე სურვილი.ნურავის ნუ უპასუხებ ჯიბრით.არავის არ შეამჩნევინო,თუ რამეს უხალისოდ აკეთებ… არავინ მოატყუო… მეტისმეტად ნუ იყოყოჩებ შენი ქონებით… იზრუნე ოჯახზე.ყველა წვრილმან და უბრალო საქმეზე სახლიდან ნუ გახვალ და ნურც ქუჩაში და ბაზრის მოედანზე გამოჩნდები ხშირად… თუ ნათესავთან მიხვალ,მაშინვე ეცადე სარგებლობა მოუტანო – სართავს მოჰკიდე ხელი…” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. იმ შემთხვევაში,თუ აცტეკი გოგონა ადათ-წესს დაარღვევდა,მკაცრად სჯიდნენ.ხანდახან პატარა გოგონებს ადათ-წესის დარღვევისათვის (განსაკუთრებით კი – სახლიდან დიდი ხნით წასვლის გამო) – ბორკილს ადებდნენ ხოლმე… – (ავტორი გენია.ჯი)