ალექსანდრე პუშკინი – „მე თქვენ მიყვარდით”

მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება,ეს სიყვარული

ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში,ისევ ხმიანობს,

მაგრამ დაე,ნუ შეგაშფოთებთ გრძნობა ფარული,

არ მსურს რაიმემ დაგაღონოთ,გასევდიანოთ.

* * *

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ,რიდით,მალულად,

ხან ეჭვი მკლავდა,მაგრამ ტრფობა მქონდა მხურვალე.

მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად,ისე სათუთად,

ღმერთმა ქნას,ასე მომავალში სხვასაც უყვარდეთ!

კომენტარის დატოვება