რა განაცხადა ჟან კოკტომ პაბლო პიკასოს შესახებ?
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია,რომ კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიალური ესპანელი მხატვარი და სკულპტორი - პაბლო რუის ი პიკასო (1881-1973 წლები) ქალთა დიდი მოტრფიალე გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ გულთამპყრობელი ხელოვანის ამურული გატაცების ბადეში უამრავი ქალი იყო გახვეული. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის მწვანეთვალება ულამაზესი ბალერინა – ოლგა ხოხლოვა (პიკასოს რიგით პირველი მეუღლე),მარია-ტერეზა ვალტერი,რომელსაც მხატვარი ალერსით – „ვალკირიას” ეძახდა,ფოტოგრაფი ქალი – დორა მაარი,რომელსაც პიკასომ სახლი აჩუქა და ქალი,რომელიც საყვარელ მამაკაცთან განშორების შემდეგ ფსიქიატრიული სავადმყოფოს პაციენტი გახდა.ფრანუსუაზა ჟილო,რომელიც პიკასოს ასაკით შვილიშვილად ერგებოდა და რომელსაც განშორების შემდეგ დიდმა ხელოვანმა – „ნაგავი” უწოდა; ჟაკლინ როკი და ასე შემდეგ.
სწორედ ამის გამო განაცხადა პიკასოს შესახებ ერთხელ გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა – ჟან კოკტომ ფრიად საყურადღებო ფრაზა – „პაბლო მხატვრის დიდებას სიხარულით გაცვლიდა დონ ჟუანის დიდებაზეო”. – (ავტორი გენია.ჯი)