რა შეემთხვა ქორწილის მიმდინარეობისას ფრიდა კალოს?
1929 წელს თავისი ექსტრავაგანტული ნატურით ცნობილ დიდ მექსიკელ მხატვარ ქალზე – ფრიდა კალოზე იქორწინა ქეიფის,დროსტარებისა და სუსტი სქესის წარმომადგენელთა ტრფობით სახელგანთქმულმა სახელოვანმა მექსიკელმა ფერმწერმა – დიეგო რივერამ. (ავტორი გენია.ჯი) დიეგოსა და რივერას ქორწინებისას დედოფალს მექსიკური ეროვნული სამოსი ემოსა და არც თუ ისე სახარბიელო ფეხების დასამალად კოჭებამდე კაბა.ქორწილის მიმდინარეობისას,მოულოდნელად,პატარძალს დიეგო რივერას პირველი ცოლი – ლუპე მარინი ეძგერა,კაბა შემოახია და დამსწრეთა გასაგონად იყვირა – „ნახეთ,ვის ჯოხებზე გაცვალა ამ შტერმა ჩემი ირმის ფეხებიო”.მარინის ამაზრზენმა საქციელმა იმდენად აღაშფოთა მისი ყოფილი მეუღლე,რომ დიეგომ არა მხოლოდ იქაურობა მილეწ-მოლეწა,არამედ ლუპეც კარგა გვარიანად სცემა. – (ავტორი გენი.ჯი)
ფრიდა კალო და დიეგო რივერა