ლეოპოლდ II – „ეპიზოდი”
ერთ დღეს ბელგიის მეფეს - ლეოპოლდ II-ს (1835-1909 წლები) უცნობმა პოეტმა წერილობითი თხოვნით მიმართა,რათა მონარქს თავისი ძალაუფლება გამოეყენებინა და ბელგიის ქალაქ შარლელუას ციხეში გამოკეტილი ცხრა სიკვდილმისჯილი შეეწყალებინა და მათთვის სიცოცხლე ეჩუქებინა. (ავტორი გენია.ჯი) ლეოპოლდმა უცნობი პოეტის თხოვნაზე დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და საპასუხო წერილი გენიალური ფრანგი მწერლის – ვიქტორ-მარი ჰიუგოს ლექსის სტროფით დაასრულა: „როდესაც საქმე ეხება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას,გამოიყენეთ ჩემი სახელი”.ლეოპოლდის საპასუხო წერილიდან რამდენიმე ხანში სასამართლომ შარლელუას ციხეში მჯდომი ცხრა სიკვდილმისჯილის საქმეს გადახედა,რომელთაგანაც შვიდ მათგანს სიკვდილით დასჯა – კატორღაში გადასახლებით შეუცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)