ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა – ვიქტორ-მარი ჰიუგომ (1802-1885 წლები) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე უამრავი ტრაგედია გადაიტანა: 1843 წელს ლიტერატორს ქალიშვილი – ლეოპოლდინა გამოეცალა ხელიდან,რამაც,როგორც ბალზაკი შენიშნავდა,ჰიუგო ათი წლითაც კი დააბერა (მდინარე სენაზე გადაბრუნდა იახტა,რასაც იახტაზე მყოფი ხუთივე მგზავრი ემსხვერპლა.ერთ-ერთი მათგანი მათ შორის ჰიუგოს უსაყვარლესი ქალიშვილი, 19 წლის ასაკში მყოფი – ლეოპოლდინა იყო); (ავტორი გენია.ჯი) 1868 წელს ვიქტორმა მეუღლე – ადელი ფუშე დაკარგა; მოგვიანებით ინსულტის შედეგად გარდაიცვალა მწერლის ვაჟი – შარლი,ხოლო იმავე პერიოდში ჰიუგომ ტუბერკულოზის დიაგნოზით დაკარგა თავისი მეორე ვაჟიშვილი – ფრანსუა-ვიქტორიც; ერთადერთი შვილი,რომელმაც მამაზე დიდხანს იცოცხლა,ვიქტორის ქალიშვილი – ადელი ჰიუგო გახლდათ,თუმცა ისიც ამერიკიდან სამშობლოში ფსიქიკურად შეშლილი ჩაიყვანეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს,სადაც გალია კიდეც თავისი სიცოცხლის დარჩენილი დღეები. – (ავტორი გენია.ჯი)