თამაზ მეტრეველი – „რად მეკითხები, ამ მახეში როგორ გავები…”
რად მეკითხები, ამ მახეში როგორ გავები…
ეს ყოველივე კარგად იცი, ჩემზე ახია!
ვინ დააგლიჯოს ბებერ ძერას მითხარ, ბრჭყალები,
არწივის ცრემლი ყვავ-ყორნების მონაჩმახია.
რად გიკვირს, თუკი თვალს ვარიდებ შენს ბავშვურ ბაგეს,
რომ დაჭრილი ვარ კვლავ ამურის ვნების ბრჭყალისგან…
ქალი თევზია, შეუძლია დაუსხლტეს ბადეს,
მე კი გავები და არც მინდა თავი დავიხსნა.