კეტრინ გორდონის დახასიათება
გენიალური რომანტიკოსი ინგლისელი პოეტის – ჯორჯ გორდონ ბაირონის დედას წარმოადგენდა შოტლანდიელი დიდგვაროვნების „გორდონების” ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალი – ლედი კეტრინ გორდონი. (ავტორი გენია.ჯი) პოეტის მამამ,კაპიტანმა – ჯონ ბაირონმა პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ (1785 წელს) მდიდარი შოტლანდიელი დიდგვაროვნის – ჯორჯ გორდონის ერთადერთ მემკვიდრე ქალიშვილზე – კეტრინზე იქორწინა.
ცხოვრების სიდუხჭირემ,ოჯახურმა უთანხმოებამ და არაჯანსაღმა გარემოებამ,რომლებიც ბაირონების ოჯახში სუფევდა,კეტრინი უკიდურესად გააანჩხლა და გააკაპასა.ფეხმძიმობისას,როდესაც იგი პარიზიდან ლონდონში გაიქცა,ბავშვს,ეტყობა,დედის საშოში ნაწილობრივ დამბლა დაეცა,რის გამოც ჯორჯ გორდონ ბაირონი კოჭლი დაიბადა,რამაც მისი ხასიათი კიდევ უფრო აუტანელი გახადა.კეტრინი ყოველგვარი წვრილმანის გამო შფოთავდა და ანჩხლობდა,მის ისტერიულ ყვირილზე ხშირად მეზობლები მიცვივდებოდნენ ხოლმე,თუმცა ეს საქმეს ვერ შველიდა.პირიქით,სკანდალებისადმი თავშეუკავებელი მიდრეკილების მქონე გაკაპასებული ქალი ხმას კიდევ უფრო უმატებდა და თავის ვაჟს საშინელი სიტყვებით ლანძღავდა („გადაგვარებულსაც” კი ეძახდა).სწორედ ამიტომაც წერდა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ორი ცოლის ქონების გამნიავებელი ჯონ ბაირონი (რომელსაც უზარმაზარი ვალები დარჩა გარდაცვალების შემდგომ) თავისი ისტერიული ხასიათით გამორჩეული მეუღლის შესახებ შემდეგ სიტყვებს: „კეტრინი ლამაზია,მაგრამ ვერც მოციქულნი და ვერც ანგელოსნი ორ თვესაც ვერ გაუძლებდნენ მასთან ცხოვრებას,მხოლოდ მე ერთმა შევძელი ამ წამების ატანა”.
ჯორჯ გორდონ ბაირონის დედა – ლედი კეტრინ გორდონი გარდაიცვალა 1811 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
კაპიტანი – ჯონ ბაირონი (პოეტის მამა)