XIX საუკუნის ინგლისური „დემოკრატია”
XIX საუკუნის დასაწყისისათვის ინგლისის ხელისუფლება ზღუდავდა არა მხოლოდ მეამბოხე სულის მქონე ლიტერატურულ ქმნილებებს,არამედ სასტიკად კრძალავდა სიტყვისა და შეკრებების გამართვის თავისუფლებასაც. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისის პარლამენტის პალატის მიერ მიღებულ კანონში მიტინგების შესახებ კი სიტყვასიტყვით შემდეგი „დემოკრატიული” ნორმა იყო გაწერილი: „არც ერთ კრებას არ შეიძლება დაესწროს ორმოცდაათ კაცზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ვალდებულია დაესწროს ასეთ მიტინგს და თვალყური ადევნოს,რათა არაფერი ითქვას,მეფის,პარლამენტის,მინისტრებისა და ქვეყნის კანონების წინააღმდეგ.ვინც ამგვარად ილაპარაკებს,დაპატიმრებული იქნას,ვინც მიტინგს მღელვარებად გადააქცევს – განდევნილ იქნას,კრება,რომელიც მშფოთვარედ მიმდინარეობს, – გაირეკოს შეიარაღებული ძალის გამოყენებით.ამ შემთხვევაში მომხდარი მკვლელობისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ ეკისრება”. – (ავტორი გენია.ჯი)