პერსი ბიში შელის შესახებ…
ინგლისურენოვან პოეზიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლირიკულ პოეტად აღიარებულ – პერსი ბიში შელის (1792-1822 წლები),საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ ისეთივე ხვედრი არგუნა წილად,როგორიც მეორე გენიალურ ინგლისელ რომანტიკოს პოეტს – ჯორჯ გორდონ ბაირონს. (ავტორი გენია.ჯი) პირველი დარტყმა შელიმ მთავრობისაგან ყველაზე სენსიტიურ საკითხში – ოჯახური ურთიერთობების სფეროში იგემა.ის,რაც სამეფო გვარის შთამომავალს ეპატიებოდა,ფარისევლობისა და მკრეხელობის წყალობით,განსაკუთრებული სიძულვილის საგნად იქცეოდა „თავისუფალი აზრების” მატარებელი ადამიანის მიმართ.
1814 წელს შელიმ ცნობილი ინგლისელი მწერლის – უილიამ გოდვინის ქალიშვილი – მერი გაიცნო.მეუღლის გარდაცვალების შემდგომ პერსიმ მერიზე იქორწინა. 1816 წელს მათ შეეძინათ ვაჟი,რომელსაც სიმამრის საპატივცემულოდ პოეტმა – უილიამი დაარქვა; 1817 წელს შელის წყვილს გოგონა – კლარა გაუჩნდა,თუმცა სამწუხაროდ,ჩვილმა მხოლოდ ერთ წლამდე იცოცხლა; მომდევნო წელს პერსის უილიამიც გამოსტაცა ხელიდან დაუნდობელმა სიკვდილმა; იმავე წლის 12 ნოემბერს წყვილს ვაჟი – ფლორენსი გაუჩნდა.
საყურადღებო და ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ პერსი ბიში შელის ინგლისის სამეფო სასამართლომ შვილები ჩამოართვა და ისინი აღსაზრდელად სამიკიტნოს მფლობელ ვესტებრუკს გადასცა (მიუხედავად იმისა,რომ ეს ადამიანი ინგლისური მართლმორწმუნეობის ოცდაცხრამეტივე პარაგრაფს აღიარებდა,შვილებს შელის მსგავსად ჰუმანური მეთოდებით კი არა,თავისი მძიმე მუშტით ზრდიდა).„შელის ქცევა უაღრესად უზნეო და შეუწყნარებელი იყო,მაგრამ მას სრულიადაც არ ესირცხვილება ეს და დანაშაულს იმითაც იმძიმებს,რომ საშინელ ათეიზმს ქადაგებს.კანონის სახელით ვბრძანებ,რომ ზემოთ მოხსენიებულ შელის ჩამოვართვათ ბავშვები და შემოსავლის ერთი მეხუთედი,რათა ბავშვებმა მიიღონ რელიგიური აღზრდა”. – ასე ღაღადებდა ლორდი ელდონის მიერ გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის – პერსი ბიში შელის მიმართ გამოტანილი უმკაცრესი განაჩენი. (ავტორი გენია.ჯი) „მათ წაგვართვეს პატარა და და ძმა,მოგვისპეს მათი ნახვისა და შეხედვის შესაძლებლობა.შანთით ამოუშრეს ცრემლი და ჩაუქრეს ღიმილი,მე რომ წმიდათა წმიდად მიმაჩნდა.ჯერ ისევ ნორჩი შენი და-ძმა დამღუპველ რელიგიურ მონობაში ჩაჰყარეს და ჩააგონეს,წყევლა-კრულვით მოიხსენიონ შენი და ჩემი სახელი,მხოლოდ იმიტომ,რომ ჩვენ თავისუფლად და უშიშრად აზროვნების უნარი გვაქვს.მაგრამ მოვა დრო და ტირანთა ბატონობა დაემხობა,მათი ძალა-უფლება გაქრება,ვითა სიზმარი და მასთან ერთად დაითრგუნება სიცრუის ქურუმთა თავხედობა.ჯერჯერობით კი ისინი პარპაშებენ დროთა მდინარის ნაპირას და ზვირთებს სისხლით ჰღებავენ.დროთა მდინარე პირთამდე ივსება,ათასობით ადამიანის ცრემლით და დაჰკრავს საათი,როცა ეს ადიდებული მდინარე სამარადისო წყვდიადში დანთქვას მეფეთა მახვილთ და სულიერ მამათა კვერთხებს,ვითა გარდასულ დროთა მსხვრევის ნაშთებს”. – ასეთი დიდი გრძნობით წერდა მესამე ბავშვისადმი მიძღვნილ ლექსში შვილებჩამორთმეული და სვედავსილი მამა – პერსი ბიში შელი.
იმის უსაზღვრო შიშმა,რომ ათეიზმში დადანაშაულებული შელისათვის მესამე შვილიც არ წაერთვათ,მშობლებმა ის სამუდამოდ წაიყვანეს ინგლისიდან. – (ავტორი გენია.ჯი)