ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი უკანასკნელ გზაზე

ინტენსიურმა შემოქმედებითმა მუშაობამ,სრულმა სიყრუემ,თვალების,კუჭის,ღვიძლის ავადმყოფობამ და მუდმივმა მოუსვენრობამ,რასაც ხელს უწყობდა დიდი გერმანელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი პიანისტის - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის (1770-1827 წლები) მზრუნველობის ქვეშ აყვანილი სათაყვანებელი ძმისწულისა და მისი თავაშვებული დედის ცუდი ყოფაქცევა,მაესტრო ადრეული ასაკიდანვე დააბერა. (ავტორი გენია.ჯი) 1826 წლის დასაწყისში ლუდვიგის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ეს მოხდა მაშინ,როდესაც ბეთჰოვენის ძმისწული – კარლი აზარტულმა თამაშებმა დიდ ვალებში ჩააგდო.

წყალმანკიან კომპოზიტორთან განუშორებლად იმყოფებოდნენ მისი მეგობრები – შინდლერი,გოლცი და გიუტენბრენერი.დიდმა კომპოზიტორმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები საძაგელ ოთახში გაატარა,თითქმის მათხოვრულად,უკაპიკოდ,ავადმყოფისათვის აუტანელ გარემოში,ნახევრად მშიერმა,საყვარელ ძმისწულს დაშორებულმა.ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა: აწუხებდა უძილო ღამეები.გარდაცვალებამდე მცირედოდენი ხნით ადრე კომპოზიტორმა ლონდონის ფილარმონიული საზოგადოებისაგან დიდი თანხა მიიღო საჩუქრად,რამაც მას თვალზე ცრემლიც კი მოჰგვარა.მაგრამ დახმარება უკვე ძალიან გვიანი იყო.

1827 წლის 26 მარტს ავსტრიის დედაქალაქ ვენას თავს ქარიშხალი; თოვლიანი კორიანტელი მოაწყდა ვეებერთელა სახლის ფანჯრებს,იმ ფანჯრებს,სადაც სულს ლევდა გენიალური გერმანელი მუსიკოსი.დაახლოებით დღის ხუთ საათზე ლუდვიგი წამოჯდა სიკვდილის სარეცელზე,გაბრაზებულმა ვიღაცას მუშტი მოუქნია და სულიც განუტევა. (ავტორი გენია.ჯი) თვალები გიუტენბრენერმა დაუხუჭა (მეორე დღეს ექიმმა ვაგნერმა და პროფესორმა ვავრუხმა გაკვეთეს ბეთჰოვენის სხეული.ცხედრის ნიღაბი მოქანდაკე დანგაუერმა აიღო გაკვეთის შემდეგ,მაშინ,როდესაც მაესროს  სახემ დეფორმაცია მიიღო).

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაკრძალეს 1827 წლის 29 მარტს.მჭიდროდ დასახლებული შენობის – ზედმეტ სახელად – „შავი ესპანელის სახლის” უზარმაზარი ეზო ხალხით იყო გადაჭედილი.კომპოზიტორის კუბოს საიმპერიო დედაქალაქის მთელი მოსახლეობის თითქმის მეათედი ნაწილი – 20 000 ადამიანი მიჰყვებოდა.ბეთჰოვენის დაკრძალვის დღეს ქალაქში დაიკეტა სკოლები.ვერინგის ძველი სასაფლაოს შესასვლელთან მსახიბმა ანშიუტცმა,რომელიც კომპოზიტორს პირადად იცნობდა,პოეტ გრილპარცერის მიერ შედგენილი შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვა: „იგი იყო მხატვარი,მაგრამ ამავე დროს ადამიანიც იყო,უაღრესად დიდი ადამიანი… მან ცხოვრება მარტოხელამ გაატარა,რადგან ვერ ჰპოვა შესაფერისი თანამგზავრი.მან სიკვდილამდე შემოინახა ადამიანური გული,რომელიც ყველა ადამიანს ეკუთვნოდა… ასეთი იყო იგი,ასეთად გარდაიცვალა,ასეთად დარჩება უველა დროში… გულდამძიმებულობამ კი არა,ამაღლებულმა გრძნობამ უნდა მოგიცვათ თქვენ,რადგან დგახართ იმ ადამიანის ცხედრის წინაშე,ვიზედაც შეიძლება ითქვას,როგორც არავიზე: მან მოიმოქმედა უდიდესი რამ,მასში არ ყოფილა არაფერი ცუდი.წადით აქედან დამწუხრებულნი,მაგრამ ძალები მოიკრიბეთ.თან წაიღეთ მისი საფლავიდან ყვავილი – მისი და მისი მოღვაწეობის მოსაგონებლად.როცა მომავალში მოგიცავთ მის ქმნილებათა ძლიერება,დღევანდელ დღეს მოიგონებდეთ…”

თვით სასაფლაოზე ვენის პოლიციამ სიტყვის წარმოთქმა აკრძალა.ათასობით ადამიანი მღელვარებით ადევნებდა თვალს,როგორ ჩაეშვა უბრალო კუბო გაზაფხულის ნესტიან მიწაში.

იდგა 1827 წლის 29 მარტი… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>