„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ნეტავ ვხედავდე ყველაფერს,რასაც სხვა ხედავს ჩემში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ვეება მუხა პაწაწინა რკოსაგან იბადება”.
* * *
3. „გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მარცხსაც მოაქვს სარგებლობა”.
* * *
4. „ადამიანებისათვის დამახასიათებელია სულსწრაფი წადილი,რომ მაშინვე მიაღწიონ შედეგს,მაგრამ ამას მხოლოდ ზიანი მოაქვს”.
* * *
5. „შემთხვევითმა გარემოებებმა შესაძლოა უცნაური გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე.მზად იყავით ბედნიერი შემთხვევის შესახვედრად,რომელსაც ღმერთები მოგივლენენ…”
* * *
6. „ყოველ ადამიანს თავისი ამოცანა აქვს, და ძნელად,რომ სხვისი ამოცანის ამოხსნის გულისათვის საკუთარზე უარი თქვას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „ბედი მხოლოდ მომზადებულ გონებას წყალობს”.
* * *
8. „ქვეყნიერება სწორედ ისეა მოწყობილი,რომ ყველა ცოცხალი არსება არსებობისათვის ბრძოლაში სასიკვდილო მტრად იქცევა სხვისთვის.თითოეული მათგანი ბრძოლით შოულობს საზრდოს,ჰაერსა და სივრცეს”.
* * *
9. „ცრუმორწმუნოეობაზე დამყარებული არც ერთი სასწაული ისე არ აღელვებს ადამიანის წარმოდგენას,როგორც რეალური ცხოვრების სასწაული”.
* * *
10. „მას უფრო აპატიე,ვინც შენს შესახებ ცუდს იტყვის,ვიდრე მას,ვინც მის ნათქვამს მოგიტანს”. – (ავტორი გენია.ჯი)