ალექსანდრე ფლემინგი – „ეპიზოდი”

„მე მგონი,ღმერთმა ინება პენიცილინის მიღება; ამიტომ მან შეჰქმნა ალექსანდრე ფლემინგიო”, – ასე ხუმრობდნენ გენიალური შოტლანდიელი მიკრობიოლოგისა და ბაქტეოროლოგის – ალექსანდრე ფლემინგის (1881-1955 წლები) შესახებ „ნისლიან ალბიონზე”. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის ფლემინგია,რომლის სახელიც მედიცინის ოქროს წიგნშია აღბეჭდილი კაცობრიობის გაჯანსაღებისათვის მებრძოლი ისეთი დიადი სახელების გვერდით,როგორებიც გახლდნენ – რენტგენი,ერლიხი,კოხი,მაინოტი,პავლოვი,პასტერი და სხვა.თვითეულმა მათგანმა გადატრიალება მოახდინა მედიცინის მეცნიერებაში.პასტერმა აღმოაჩინა მიკრობთა სამყარო,რამაც განაპირობა ინფექციური სნეულებების პირველი ანტიმიკრობული ქიმიაპრეპარატის სინთეზირება და ამით საფუძველი ჩაუყარა უდიდეს მეცნიერებას – ინფექციურ სნეულებათა ქიმიათერაპია; კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის მიკრობაქტერია; პავლოვმა საფუძველი ჩაუყარა ახალი,ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის უზუსტეს მეთოდიკას და ააგო თანამედროვე ფიზიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი მოხდენილი და კაპიტალური შენობა – მოძღვრება ნერვული სისტემის ყველა უბნის ფუნქციებზე; მაინოტმა აღმოაჩინა პერნიციოზული ანემიის განკურნების საშუალება; ალექსანდრე ფლემინგმა კი აღმოაჩინა პენიცილინი და ამ აღმოჩენით მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.სწორედ ამიტომაც არის მათი სახელები ოქროს ასოებით შესული მედიცინის ისტორიის წიგნში.

საყურადღებოა ის გარემოება,რომ უბრალოების მოყვარულ ფლემინგს არ მოსწონდა ისეთი სახის ლაბორატორიები,რომლებიც ერთობ კეთილმოწყობილნი და ზედმეტი მორთულობებით იყვნენ აღჭურვილნი.მეცნიერებათა აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას,აღნიშნული საკითხის შესახებ მან  შემდეგი განცხადება გაკეთა:

„ჩვეულებრივ ლაბორატორიაში მუშაობას შეჩვეული მკვლევარი გადაიყვანეთ მარმარილოს დარბაზში და ორიდან ერთი მოხდება: ან იგი დასჯაბნის სასახლეს,ანდა სასახლე დათრგუნავს მას.თუ გამარჯვება მკვლევარს დარჩა,სასახლე სახელოსნოდ გადაიქცევა და ჩვეულებრივ ლაბორატორიას დაემსგავსება; მაგრამ თუ გამარჯვება სასახლეს ერგო – დაიღუპება მკვლევარი.

გავიხსენოთ,თუ რაოდენ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა ახალგაზრდა პასტერმა პარიზის ერთ-ერთ სხვენში,სადაც ზაფხულობით აუტანელი სიცხე იდგა შუადღის ხანს.მე თვითონ მინახავს,თუ ამ საუკუნის დასაწყისში როგორ მუშაობდა ალმორტ რაიტი თავის ჯგუფთან ერთად სენტ-მერის ორ პატარა ოთახში; თუმცა მისი მუშაობის გასაცნობად ამ პაწაწინა ლაბორატორიაში ხშირად ჩამოდიოდნენ ბაქტეოროლოგები ნიუ-იორკიდან,კოლორადოდან,კალიფორნიიდან,ორეგონიდან,კანადიდან. (ავტორი გენია.ჯი) პირადად ჩემი ლაბორატორიის შესახებ ერთი ამერიკული გაზეთი წერდა,„ძველი აფთიაქის საკუჭნაოს ჰგავსო”,მე კი ვერ შეველეოდი მას,თუნდაც მორთულ-მოკაზმული ვეებერთელა შენობა რომ შემოეთავაზებინათ სანაცვლოდ… იმის მოწმე ვყოფილვარ,თუ როგორ თრგუნავს და უმწეოს ხდის მკვლევარებს ბრწყინვალე და ურთულესი აპარატურა,რადგან მათ მთელი დრო ამ მოწყობილობების მანიპულირებაზე ეხარჯებოდათ.მანქანამ დაიმორჩილა ადამიანი, და არა ადამიანმა მანქანა.სხვანაირად რომ ვთქვათ,მკვლევარებს ესაჭიროებათ სასარგებლო,ეფექტური,მოწყობილობა და არა ფუფუნება.მაგრამ გულს ნუ მატკენთ და ნუ იფიქრებთ,თითქოს მე კარგი მოწყიბილობის წინააღმდეგი ვიყო.ლაბორატორიული ხელსაწყოები მკვლევარისათვის შრომის იარაღია,კარგ მუშას კი კარგი იარაღი უნდა ჰქონდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>